Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

ქართულმა ოცნებამ შეკრებებისა და მანიფესტაციების გამკაცრებული რეგულაციები მოამზადა

admin 14/10/2025
aqcia batumshi_AJARATIMES.GE

„ქართული ოცნება“ მისსავე პარლამენტს კანონპროექტს წარუდგენს, რომელიც შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს გარკვეული ქმედებებისთვის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ამკაცრებს. ცვლილებები შეეხება როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, ისე სისხლის სამართლის კოდექსს.

პარტიის წარმომადგენლის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ახალ რეგულაციათა მიხედვით, 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილე, რომელიც:

  • სახეს დაიფარავს ნიღბით ან სხვა საშუალებით;
  • იქონიებს ცრემლსადენ, ნერვულ-პარალიტიკური ან მომწამვლელი მოქმედების ნივთიერებას;
  • განზრახ შექმნის დაბრკოლებებს ტრანსპორტისა ან ადამიანების გადაადგილებისთვის;
  • მოაწყობს დროებით კონსტრუქციას, რომელიც საფრთხეს უქმნის მონაწილეებს ან ხელს უშლის პოლიციას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში;
  • თუ სამართალდამრღვევად ჩაითვლება აქციის ორგანიზატორი, მას 20 დღემდე პატიმრობა ემუქრება;

გარდა ამისა, ცვლილებებით 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრება პირს, რომელიც მიიღებს მონაწილეობას იმგვარ აქციაში, რომელიც შსს-ს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, ან შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან სხვა საშიშ საგანს, რომელიც შეიძლება ზიანის მისაყენებლად იქნას გამოყენებული.

კირცხალიას განცხადებით, აღნიშნული ქმედებების განმეორებით ჩადენა უკვე გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდგომი შემთხვევა დაისჯება ორი წლამდე პატიმრობით.

ცვლილებები შეეხება „პოლიციელების მიმართ უპატივცემულო“ დამოკიდებულებასაც: ახალი მუხლით, პირს, რომელიც პოლიციელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან არ დაემორჩილება მის განკარგულებას, დაეკისრება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო რეციდივის შემთხვევაში – ორ წლამდე პატიმრობა.

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე გააძევა
Next: სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი ზიანის ანაზღაურება დააკისრა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

cixe_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მიხეილ ყაველაშვილმა 70 პირი შეიწყალა

admin 14/10/2025
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

admin 13/10/2025
acra.vaqcina_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

admin 10/10/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი ზიანის ანაზღაურება დააკისრა evrosasamartlo_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი ზიანის ანაზღაურება დააკისრა

14/10/2025
ქართულმა ოცნებამ შეკრებებისა და მანიფესტაციების გამკაცრებული რეგულაციები მოამზადა aqcia batumshi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ქართულმა ოცნებამ შეკრებებისა და მანიფესტაციების გამკაცრებული რეგულაციები მოამზადა

14/10/2025
მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე გააძევა migrantebi_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე გააძევა

14/10/2025
მიხეილ ყაველაშვილმა 70 პირი შეიწყალა cixe_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მიხეილ ყაველაშვილმა 70 პირი შეიწყალა

14/10/2025
ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა akaki beridze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა

14/10/2025
დასრულდა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“ _AJARATIMES.GE
  • სპორტი

დასრულდა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“

13/10/2025
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი ზიანის ანაზღაურება დააკისრა evrosasamartlo_AJARATIMES.GE 1
  • უცხოეთი

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი ზიანის ანაზღაურება დააკისრა

14/10/2025
ქართულმა ოცნებამ შეკრებებისა და მანიფესტაციების გამკაცრებული რეგულაციები მოამზადა aqcia batumshi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

ქართულმა ოცნებამ შეკრებებისა და მანიფესტაციების გამკაცრებული რეგულაციები მოამზადა

14/10/2025
მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე გააძევა migrantebi_AJARATIMES.GE 3
  • უცხოეთი

მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე გააძევა

14/10/2025
მიხეილ ყაველაშვილმა 70 პირი შეიწყალა cixe_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

მიხეილ ყაველაშვილმა 70 პირი შეიწყალა

14/10/2025
ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა akaki beridze_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა

14/10/2025

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.