Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • სპორტი

„ქედლების თასი 2025“- სამოყვარულო ტურნირმა სტარტი აიღო

admin 19/04/2025
_AJARATIMES.GE

19 აპრილს, ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისის ბაზაზე, სტარტი აიღო სამოყვარულო ტურნირმა ფეხბურთში – „ქედლების თასი 2025“-მა. ტურნირი, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქედლებში მცხოვრებ გვარებს შორის ტარდება.

როგორც „ქედლების თასი 2025“-ის ორგანიზატორმა, ონისე ჯოყილაძემ “აჭარა თაიმს” განუცხადა, შეჯიბრებაში რვა-ცხრა გუნდი მონაწილეობს.

„ტურნირში მონაწილეობს რვა-ცხრა გუნდი: ქედელიძეები, ჯოყილაძეები, შავაძეები, შანთაძეები, ბოლქვაძეები, დეკანაძეები, მეხეშიძეები და ჯორბენაძეები,“ – ამბობს ონისე ჯოყილაძე.

შეჯიბრებაში მონაწილე გუნდი ექვსი ფეხბურთელისგან შედგება. მატჩის ხანგრძლივობა 30 წუთია – ორი 15-წუთიანი ტაიმი.

„ტურნირი გრძელდება ორი დღე. თამაშის წესები ასეთია – ვთამაშობთ დაახლოებით რვა გუნდი, რომელიც ექვსი კაცისგან შედგება და ასევე ჰყავთ მოთამაშეები შეცვლაზე,“ – გვითხრა ლაშა ჯიმშერაძემ.

„ქედლების თასი 2025“ წელს მესამედ ტარდება. როგორც შეჯიბრის ორგანიზატორმა გვითხრა, თავდაპირველად ტურნირი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ასამაღლებლად ჩაატარეს, ახლა კი შეჯიბრება სოფლის ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. ორგანიზატორები სამომავლოდ ტურნირის მასშტაბის გაზრდას გეგმავენ და მასში სხვა სოფლების ჩართვა სურთ.

„პირველი ტურნირი მეგობრებმა ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის ჩავატარეთ. პირველმა ტურნირმა ისეთი გამოხმაურება ჰპოვა ადგილობრივებში, რომ გადავწყვიტეთ, ტრადიციად გვექცია. მომავალში ვგეგმავთ, სხვა სოფლებსაც ვთხოვოთ, შემოგვიერთდნენ ამ კარგ საქმეში და მიიღონ მონაწილეობა. თუ დღეს სტაბილურად მონაწილეობს რვა გუნდი, გვინდა, რომ 15, 16, 20 გუნდამდე ავიდეთ,“ – გვიყვება ონისე ჯოყილაძე.

ავტორი: დიმიტრი გორგილაძე

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: სტამბოლი-ბათუმის რეისის თვითმფრინავს აეროპორტში დაჯდომა უჭირს
Next: ავარია ბათუმში – პირველადი ცნობებით, ერთმა ადამიანმა კიდური დაკარგა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • სპორტი

დინამოების დერბი ფრედ დასრულდა

admin 19/10/2025
_AJARATIMES.GE
  • სპორტი

გამოვლინდნენ ბათუმში გამართული ჭადრაკის ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულები

admin 15/10/2025
_AJARATIMES.GE
  • სპორტი

დასრულდა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“

admin 13/10/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა ონლაინ მედიასაშუალებებმა ბიუჯეტიდან 4.3 მილიონ ლარამდე მიიღეს – ISFED _AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა ონლაინ მედიასაშუალებებმა ბიუჯეტიდან 4.3 მილიონ ლარამდე მიიღეს – ISFED

21/10/2025
„გახარია – საქართველოსთვის“ ბოიკოტს წყვეტს და არაკონსტიტუციურ აჭარის უმაღლეს საბჭოში საქმიანობას იწყებს umaglesi sabcho_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„გახარია – საქართველოსთვის“ ბოიკოტს წყვეტს და არაკონსტიტუციურ აჭარის უმაღლეს საბჭოში საქმიანობას იწყებს

21/10/2025
ხანძარი ბათუმში xandzari_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

20/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

20/10/2025
გახარიას პარტია „ქართული ოცნების“ პარლამენტსა და საკრებულოებში შედის giorgi gaxaria_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გახარიას პარტია „ქართული ოცნების“ პარლამენტსა და საკრებულოებში შედის

20/10/2025
ბათუმში 18 წლის უკრაინის მოქალაქე ნარკოტიკული ნივთიერების გასაღების ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში 18 წლის უკრაინის მოქალაქე ნარკოტიკული ნივთიერების გასაღების ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს

20/10/2025
„ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა ონლაინ მედიასაშუალებებმა ბიუჯეტიდან 4.3 მილიონ ლარამდე მიიღეს – ISFED _AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

„ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა ონლაინ მედიასაშუალებებმა ბიუჯეტიდან 4.3 მილიონ ლარამდე მიიღეს – ISFED

21/10/2025
„გახარია – საქართველოსთვის“ ბოიკოტს წყვეტს და არაკონსტიტუციურ აჭარის უმაღლეს საბჭოში საქმიანობას იწყებს umaglesi sabcho_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

„გახარია – საქართველოსთვის“ ბოიკოტს წყვეტს და არაკონსტიტუციურ აჭარის უმაღლეს საბჭოში საქმიანობას იწყებს

21/10/2025
ხანძარი ბათუმში xandzari_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

20/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

20/10/2025
გახარიას პარტია „ქართული ოცნების“ პარლამენტსა და საკრებულოებში შედის giorgi gaxaria_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გახარიას პარტია „ქართული ოცნების“ პარლამენტსა და საკრებულოებში შედის

20/10/2025

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.