Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს ბრალი წარედგინა

admin 23/12/2023
dakaveba_ajaratimes.ge

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი პირი დააკავა, ხოლო 2 პირს ბრალი წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით 1964 წელს დაბადებული შ.კ. დააკავეს. ამავე ბრალდებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ბრალი წარედგინა 1981 წელს დაბადებულ ი.შ.-ს. ხოლო, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ 1993 წელს დაბადებულ ე.მ.-ს.

დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით რამდენიმე დანაშაულებრივი ეპიზოდი გამოიკვეთა, კერძოდ ბრალდებულები „კანონიერი ქურდების“ და კრიმინალური ავტორიტეტის სახელით უკავშირდებოდნენ სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობაში ჩართულ პირებს და „ქურდული წილის“ სახით სთხოვდნენ თანხის გადახდას. ასევე, დაზარალებულებს, დაშინების მიზნით თვალთვალის შედეგად გადაღებულ ფოტოებს უგზავნიდნენ და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ბათუმში ავტომობილი დაიწვა
Next: ქარმა ბათუმს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia da saswrafo_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მამა-შვილის დაჭრის საქმეზე სამი პირი დააკავეს

admin 24/10/2025
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

admin 23/10/2025
umaglesi sabcho_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„გახარია – საქართველოსთვის“ ბოიკოტს წყვეტს და არაკონსტიტუციურ აჭარის უმაღლეს საბჭოში საქმიანობას იწყებს

admin 21/10/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში მამა-შვილის დაჭრის საქმეზე სამი პირი დააკავეს policia da saswrafo_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მამა-შვილის დაჭრის საქმეზე სამი პირი დააკავეს

24/10/2025
ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფოს რამდენიმე მილიონ ლარამდე ზიანი მიაყენა – პროკურატურა _AJARATIMES.GE
  • საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფოს რამდენიმე მილიონ ლარამდე ზიანი მიაყენა – პროკურატურა

24/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

23/10/2025
ავარია ქობულეთში, დაშავდა ორი ადამიანი _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ავარია ქობულეთში, დაშავდა ორი ადამიანი

23/10/2025
აჭარაში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

23/10/2025
„დინამო ბათუმმა“ ეროვნული ლიგის 29-ე ტურის მატჩი დიდი ანგარიშით წააგო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ ეროვნული ლიგის 29-ე ტურის მატჩი დიდი ანგარიშით წააგო

23/10/2025
ბათუმში მამა-შვილის დაჭრის საქმეზე სამი პირი დააკავეს policia da saswrafo_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში მამა-შვილის დაჭრის საქმეზე სამი პირი დააკავეს

24/10/2025
ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფოს რამდენიმე მილიონ ლარამდე ზიანი მიაყენა – პროკურატურა _AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფოს რამდენიმე მილიონ ლარამდე ზიანი მიაყენა – პროკურატურა

24/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

23/10/2025
ავარია ქობულეთში, დაშავდა ორი ადამიანი _AJARATIMES.GE 4
  • ქობულეთი

ავარია ქობულეთში, დაშავდა ორი ადამიანი

23/10/2025
აჭარაში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

აჭარაში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

23/10/2025

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.