შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს.
დაკავებული, 2005 წელს დაბადებული შ.ა., თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 1 დეკემბრიდან იძებნებოდა. უწყების ცნობით, მას არაერთგზის ჩადენილ ყაჩაღობას ედავებიან. დაკავებული ამჟამად მოთავსებულია პენიტენციურ დაწესებულებაში. გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე კანონით დადგენილი წესით გრძელდება.



