Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

შსს-მ ნეონაცისტური იდეოლოგიის მქონე ძალადობრივი დაჯგუფების 16 წევრი დააკავა, მათ შორის 10 არასრულწლოვანი

აჭარა თაიმსი იანვარი 16, 2026
policia_AJARATIMES.GE

„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით რადიკალური ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ძალადობრივი დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს. დაკავებულთაგან 10 არასრულწლოვანია.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაჯგუფებების წევრები თავს ნეონაცისტებად მოიხსენიებდნენ და ფაშისტური იდეოლოგიით ხელმძღვანელობდნენ. გავლენების გაზრდისა და ცნობადობის მოპოვების მიზნით, ისინი სხვადასხვა ასაკის პირებზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდნენ, მათ შორის იმ ადამიანებზე, რომლებიც აღნიშნულ იდეოლოგიას არ ეთანხმებოდნენ.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის განცხადებით, ძალადობრივი ქმედებები განსაკუთრებული სისასტიკით ხორციელდებოდა, ხოლო პროცესის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას ბრალდებულები მობილური ტელეფონებით იღებდნენ და სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმაზე ავრცელებდნენ. შედეგად, დაზარალებულია ათზე მეტი პირი, მათ შორის ოთხი არასრულწლოვანი.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოიღეს მობილური ტელეფონები, ნიღბები, სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, ნაცისტური სიმბოლიკის შემცველი ნივთები, ასევე ხმოვანი და ცივი იარაღები.

შსს ასევე აღნიშნავს, რომ აღნიშნული იდეოლოგიის ორი ლიდერი – ლევან აბესაძე და დავით ჯაფაროვი – ანალოგიური ბრალდებით უკვე იხდიან სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში. მათთან ერთად, რამდენიმე თვის წინ, დაკავებული იყო დაჯგუფების კიდევ შვიდი წევრი. გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დანარჩენი წევრები ძალადობრივ ქმედებებს აგრძელებდნენ, რაც საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება.

მომხდარ ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს და 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Post navigation

Previous: ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“ უკანონო ბრუნვის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 6, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

აჭარაში ყალბი 50 და 100 დოლარიანი კუპიურების გასაღების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 5, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 5, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

ნოემბერი 7, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ნოემბერი 6, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 6, 2026
ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა zurab chavchanidze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა

ნოემბერი 6, 2026
ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს bsu_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

ნოემბერი 7, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ნოემბერი 6, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 6, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.