Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

ჩხრეკა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და სხვების სახლებში – პროკურატურის ინფორმაციით, ამოღებულია ფული და ელექტრონული მოწყობილობები

admin 17/10/2025
_AJARATIMES.GE

„ქართული ოცნების“ გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა მასშტაბური ოპერაცია, რომლის ფარგლებშიც ჩხრეკა განხორციელდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული კიდევ რვა პირის საცხოვრებელ სახლებში.

გვარაკიძის თქმით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.

„განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და საქმეების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მსურს საზოგადოებას მივაწოდო შემდეგი ინფორმაცია. დღეს დილის 10:00 საათიდან, ქვეყნის მასშტაბით, ერთდროულად 22 ლოკაციაზე ჩატარდა მასშტაბური ღონისძიება. ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში განხორციელდა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები. ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა“, – აღნიშნა გიორგი გვარაკიძემ.

მისივე თქმით, გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტებთან თანამშრომლობით.

„ხსენებულ საქმეზე აქტიურად ტარდება საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ საზოგადოებას პერიოდულად დამატებით მივაწვდით ინფორმაციას“, – დასძინა გენერალურმა პროკურორმა.

ოფიციალური უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებს, რომელთა დეტალებზე პროკურატურა ამ ეტაპზე არ საუბრობს.

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
Next: ირინე იმერლიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა დატოვა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ირინე იმერლიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა დატოვა

admin 17/10/2025
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

admin 17/10/2025
parlamenti_AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ქართული ოცნებამ“ პარტიების აკრძალვის კანონი III მოსმენით მიიღო

admin 16/10/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ირინე იმერლიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა დატოვა _AJARATIMES.GE
  • საქართველო

ირინე იმერლიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა დატოვა

17/10/2025
ჩხრეკა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და სხვების სახლებში – პროკურატურის ინფორმაციით, ამოღებულია ფული და ელექტრონული მოწყობილობები _AJARATIMES.GE
  • საქართველო

ჩხრეკა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და სხვების სახლებში – პროკურატურის ინფორმაციით, ამოღებულია ფული და ელექტრონული მოწყობილობები

17/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

17/10/2025
ბათუმში ყალბი სამედიცინო ცნობის გაყიდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ყალბი სამედიცინო ცნობის გაყიდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

17/10/2025
„ქართული ოცნებამ“ პარტიების აკრძალვის კანონი III მოსმენით მიიღო parlamenti_AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ქართული ოცნებამ“ პარტიების აკრძალვის კანონი III მოსმენით მიიღო

16/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

16/10/2025
ირინე იმერლიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა დატოვა _AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

ირინე იმერლიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა დატოვა

17/10/2025
ჩხრეკა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და სხვების სახლებში – პროკურატურის ინფორმაციით, ამოღებულია ფული და ელექტრონული მოწყობილობები _AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

ჩხრეკა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და სხვების სახლებში – პროკურატურის ინფორმაციით, ამოღებულია ფული და ელექტრონული მოწყობილობები

17/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

17/10/2025
ბათუმში ყალბი სამედიცინო ცნობის გაყიდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge 4
  • ბათუმი

ბათუმში ყალბი სამედიცინო ცნობის გაყიდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

17/10/2025
„ქართული ოცნებამ“ პარტიების აკრძალვის კანონი III მოსმენით მიიღო parlamenti_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

„ქართული ოცნებამ“ პარტიების აკრძალვის კანონი III მოსმენით მიიღო

16/10/2025

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.