Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ცხოველების მოვლა-პატრონობის მეთოდები კანონით განისაზღვრება – პარლამენტმა კანონში ცვლილებები დაანონსა

admin 13/02/2024
dzagli_ajaratimes

„შინაურ ცხოველთა შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც, ცხოველების მოვლა-პატრონობის მეთოდები განისაზღვრება. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა. კერძოდ,  ცვლილებები ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად მათი სავალდებულო იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცედურის შემოღებას ითვალისწინებს.

პროექტი მიზნად ისახავს საქმიანობის სტანდარტების დადგენას შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში მოქმედი სუბიექტებისათვის: ვეტერინარული დაწესებულება, თავშესაფარი, საოჯახო ტიპის დროებითი თავშესაფარი, ცხოველთა დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო), საშენი, კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულება და რეალიზატორი.

ასევე, კანონპროექტით წესრიგდება ისეთი საკითხები, როგორიცაა შინაურ ბინადარ ცხოველთა სასტიკი მოპყრობისაგან დაცვა, ევთანაზია, მიზნობრივი და გეგმაზომიერი გამრავლება, რეალიზაციის პირობები, საარსებო გარემოს სტანდარტები. ამ მიმართულებით კანონმდებლობა მკაცრდება და ახალი ტიპის სანქციების შემოღება იგეგმება. მათ შორის წესდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევისათვის:

ყოველწლიური ვეტერინარული შემოწმების, ვაქცინაციის და სხვა საჭირო სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარების ვალდებულების დარღვევისათვის, რაც გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით; მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაციის ვალდებულების დარღვევისათვის, რაც გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მიმკედლებლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით; იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევისათვის, რაც გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით; მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევისათვის, რაც გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით; ნარევი (მეტისი) ჯიშის შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) სტერილიზაცია/კასტრაციის მოთხოვნების დარღვევისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა 300 ლარის ოდენობით; ცხოველის ყოლისათვის დადგენილი რაოდენობრივი შეზღუდვის დარღვევისათვის, რაც გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით; მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის ხელის შეშლა მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაციის, ვაქცინაციის ან ცოფზე დაკვირვების მიზნით გადაყვანისას გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით; მეპატრონის ვალდებულებების დარღვევისათვის, რასაც შედეგად მოჰყვა სხვა ცხოველის ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რაც გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; შინაური ბინადარი ცხოველის მიტოვებისათვის, რაც გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, ხოლო მეპატრონე იურიდიული პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები ასევე ითვალისწინებს სანქციებს გამრავლების მოთხოვნების დარღვევისათვის.

კერძოდ, თვრამეტ თვემდე და ან რვა წლის ან მეტი ასაკის ძაღლების გამრავლება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლება ცხოველის ჯანმრთელობისა და ჯიშიანობის და გამრავლებაზე ვარგისიანობის ცნობის გარეშე გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით; ნარევი (მეტისი) ჯიშის (გარდა სელექციის შემთხვევისა) ან არარეგისტრირებული ან გენეტიკური დაავადების მქონე ძაღლის ან/და კატის გამრავლება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით; შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონით დადგენილი ავტორიზაციის გარეშე გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით; მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის გამრავლება დადგენილი მოთხოვნების დარღვევით გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 2000 ლარის ოდენობით; მთავრობის მიერ დადგენილი პოტენციურად მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის იმპორტის, გამრავლების თაობაზე აკრძალვისა და დროებითი შემოყვანის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს სანქციებს შემდეგი სამართალდარღვევებისათვის: შინაური ბინადარი ცხოველის ევთანაზია „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; შინაურ ბინადარ ცხოველთა კერძო თავშესაფრის, საშენისა და ვეტერინარული დაწესებულების მიერ შინაური ბინადარი ცხოველის იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; ვეტერინარული დაწესებულების, კერძო თავშესაფრის, საოჯახო ტიპის დროებითი თავშესაფრის, დროებითი მოთავსების ობიექტის (სასტუმრო), საშენის, კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულების ან რეალიზატორის საქმიანობა დადგენილი მოთხოვნების დარღვევით გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; ვეტერინარული დაწესებულების, შინაურ ბინადარ ცხოველთა თავშესაფრის, საოჯახო ტიპის დროებითი თავშესაფრის, დროებითი მოთავსების ობიექტის (სასტუმრო), ვსაშენის, კინოლოგიური/ფელინოლოგიურ დაწესებულების ან რეალიზატორის მიერ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის ხელის შეშლა განახორციელოს მონიტორინგი დადგენილი წესით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: “აჭარა თაიმსის” ინფორმაციით ბათუმის მერი სამსახურეობრივი ავტომობილით ავარიაში მოყვა
Next: ბათუმში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ზღვაში გაუჩინარებულ კაცს ეძებენ

admin 14/10/2025
akaki beridze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა

admin 14/10/2025
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით სამი პირი დავაკავეთ – სუსი

admin 13/10/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში ზღვაში გაუჩინარებულ კაცს ეძებენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ზღვაში გაუჩინარებულ კაცს ეძებენ

14/10/2025
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი ზიანის ანაზღაურება დააკისრა evrosasamartlo_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი ზიანის ანაზღაურება დააკისრა

14/10/2025
ქართულმა ოცნებამ შეკრებებისა და მანიფესტაციების გამკაცრებული რეგულაციები მოამზადა aqcia batumshi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ქართულმა ოცნებამ შეკრებებისა და მანიფესტაციების გამკაცრებული რეგულაციები მოამზადა

14/10/2025
მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე გააძევა migrantebi_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე გააძევა

14/10/2025
მიხეილ ყაველაშვილმა 70 პირი შეიწყალა cixe_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მიხეილ ყაველაშვილმა 70 პირი შეიწყალა

14/10/2025
ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა akaki beridze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა

14/10/2025
ბათუმში ზღვაში გაუჩინარებულ კაცს ეძებენ _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში ზღვაში გაუჩინარებულ კაცს ეძებენ

14/10/2025
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი ზიანის ანაზღაურება დააკისრა evrosasamartlo_AJARATIMES.GE 2
  • უცხოეთი

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი ზიანის ანაზღაურება დააკისრა

14/10/2025
ქართულმა ოცნებამ შეკრებებისა და მანიფესტაციების გამკაცრებული რეგულაციები მოამზადა aqcia batumshi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

ქართულმა ოცნებამ შეკრებებისა და მანიფესტაციების გამკაცრებული რეგულაციები მოამზადა

14/10/2025
მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე გააძევა migrantebi_AJARATIMES.GE 4
  • უცხოეთი

მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე გააძევა

14/10/2025
მიხეილ ყაველაშვილმა 70 პირი შეიწყალა cixe_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

მიხეილ ყაველაშვილმა 70 პირი შეიწყალა

14/10/2025

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.