
წელს პირველად, ბათუმის ნაძვის ხე ოფიციალურ პირებს არ აუნთიათ, მათ შორის ღონისძიებაში არ მონაწილეობდნენ ბენდები და მომღერლები. ტერიტორიაზე მობილიზებული იყვნენ პოლიციელები, სცენა კი, ლითონის კონსტრუქციით იყო შემოსაზღვრული.
სცენასთან, გისოსებს შიგნით, ბათუმის ვიცე-მერმა, სოფო ხალვაშმა, მხოლოდ პროპაგანდისტულ მედიასაშაულებებს უპასპინძლა. ახალი წლის მთავარი ატრიბუტის ანთების პროცესში ჩინოვნიკები არ მონაწილეობდნენ. რამდენიმე მოზარდმა ათიდან უკუსვლით დაითვალეს და განათება ჩაირთო.
მანამდე სცენაზე სხვადასხვა სტუდიისა და საჯარო ბაღების აღსაზრდელების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. სცენაზე მხოლოდ, “ქართული ოცნების” დეპუტატმა, არჩილ ბერიძემ, ბენდ “ალილოსთან” ერთად იმღერა.
აქვე დაგაინტერესებთ: ვინ არის არჩილ ბერიძე, ნახეთ მოკლედ.
ევროპის მოედანზე ბათუმის მერიის თანამშრომლები და “ქართული ოცნების” აქტივისტები იმყოფებოდნენ. ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა ჩვენს კითხვებს მოკლედ უპასუხა, მასთან გასაუბრების საშუალება დაცვამ არ მოგვცა.
“მთელი დღის განმავლობაში იყო საბავშვო პროგრამა და ბავშვებმა აანთეს ნაძვის ხე. დღეს ასე გადავწყვიტეთ, რომ ბავშვებს აენთოდ ნაძვის ხე,” – გვითხრა არჩილ ჩიქოვანმა და გაიქცა.
ინფორმაციისთვის: ქალაქის სახალწლოდ მორთვისთვის, მერიამ 1 მილიონ 799 ათას 850 ₾არი დახარჯა. სამუშაობს, ბოლო რამდენიმე წელია კვლავ, უკონკურენტოდ, “აჭარგანათება” განახორციელებს. აღნიშნული კომპანია აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო ტენდერებში და ხშირად იგებს მათ უკონკურენტოდ. „აჭარგანათება“ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროიდან უკონკურენტოდ იგებს მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს.
”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ინფორმაციით, კომპანიის ერთ-ერთი მეწილე, თამაზ თოფურიძე, ბათუმის საკრებულოს წევრი იყო წინა ხელისუფლების დროს, „ნაციონალური მოძრაობიდან“. მისი გარდაცვალების შემდეგ კი მეწილე მისი მეუღლე ზოია დოლიძე გახდა. ხოლო მოგვიანებით კომპანია მთლიანად გადავიდა თოფურიძეების საკუთრებაში. თამაზ თოფურიძის შვილი, ირაკლი თოფურიძე, ბათუმის საკრებულოს წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“. საკრებულოს წევრის ენმ-დან რეზო ხარაზის თქმით, ირაკლი თოფურიძე ქალაქის მერის, არჩილ ჩიქოვანის კლასელიცაა.
ნახეთ, პირდაპირი ეთერის ჩანაწერი ⇓
https://www.facebook.com/ajaratimes/videos/1551110968926547
ნაძვის ხის ანთების პარალელურად, ევროპის მოედნიდან რამდენიმე მეტრში, აჭარის მთავრობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. უკვე 28-ე ღამეა, რაც საზოგადოების დიდი ნაწილი, ახალ არჩევნებსა და რეჟიმის მიერ დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებას ითხოვს.