Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • რეკლამა

წლის პირველ ნახევარში 25 მლნ ლარი გავიდა ქვეყნიდან იმის გამო, რომ ჰესებს არ ვაშენებთ – ნოდარ სირბილაძე

admin 13/10/2025
_AJARATIMES.GE

„წლის პირველ ნახევარში 25 მლნ ლარი გავიდა ქვეყნიდან იმის გამო, რომ ჰესებს არ ვაშენებთ” – ამის შესახებ ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის დამფუძნებელმა ნოდარ სირბილაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მიმდინარე წელს შემცირებულია როგორც ელექტროენერგიის წარმოება, ისე ექსპორტის მოცულობა. ნოდარ სირბილაძე ასევე აღნიშნავს, რომ ჰესების მშენებლობის მიმართულებით ნაკლები აქტიურობის გამო ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევა რთული ხდება.

„მიმდინარე წელს ელექტროენერგიის გამომუშავება შემცირებულია, მეორეს მხრივ კი იზრდება ელექტროენერგიაზე მოთხოვნა. ეს პროცესი ბუნებრივია, რადგან როდესაც ეკონომიკა გეზრდება, მაშინ ელექტროენერგიაზე მოთხოვნაც იმატებს. მოხმარების დაკმაყოფილების ერთადერთი გზა ელექტროენერგიის გენერაციის წყაროების მშენებლობაა, განსაკუთრებით კი ჰესების, რომელზეც მთლიანი გამომუშავებული ენერგიის 70 პროცენტზე მეტი მოდის. სამწუხაროდ, წლის პირველ ნახევარში 25 მილიონი ლარი გავიდა ქვეყნიდან იმის გამო, რომ ჩვენ ჰესების მშენებლობის მიმართულებით აქტიურად არ ვმუშაობთ“.- აღნიშნავს ნოდარ სირბილაძე.

ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მისაღწევად საჭიროა არა მხოლოდ მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობა, არამედ კაშხლოვანი ჰესების პოტენციალის ათვისებაც აუცილებელია.

„თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ, მაგალითად, მიმდინარე წელს, როცა ნაკლექი უხვად იყო ჩვენ მოგვიწია ე.წ წყლის დაღვრა, რადგან არსებულ ჰესებს რეზერვუარები არ გააჩნიათ. ჩვენ რომ კაშხლოვანი ჰესები გვქონოდა შევძლებდით,  წყალი არათუ დაგვეღვარა, არამედ დაგვერეზერვა და მაშინ როცა ენერგიის დეფიციტი გვექნებოდა, სწორედ ეს რესურსი გამოგვეყენებინა. სამწუხაროდ ეს ჩვენთან ვერ ხდება, რადგან არ გვაქვს მსხვილი ჰესები, რომლებიც მოცემულ პროცესს უზრუნველყოფენ. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაზე, აუცილებელია, რომ ვიფიქროთ კაშხლოვანი ჰესების განვითარებაზე, რომლის პერსპექტივაც სულ 3-4 ია საქართველოში“. – აცხადებს ნოდარ სირბილაძე.

კითხვაზე თუ რა უშლის ხელს ინვესტიციების განხორციელებას ენერგეტიკის სექტორში, ნოდარ სირბილაძე აცხადებს, რომ ბიუროკრატია და ინფორმაციული ვაკუუმი ერთ-ერთი მთავარი პორბლემებია.

„ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სექტორში არსებული ბიუროკრატიაა.  დღესდღეობით ინვესტორს მშენებლობის ნებართვის ასაღებად სხვადასხვა უწყებებთან უწევს შეთანხმება, რაც დიდ ბიუროკრატიულ პრობლემას ქმნის. ეს პროცესი დიდ დროს მოითხოვს, ხოლო ინვესტორისთვის დრო ფულია და  ეს სისტემა მისთვის შემაფერხებელია მიიღოს ინვესტირების გადაწყვეტილება.  აქვე გვაქვს არასწორი პრაქტიკაც, როცა გარკვეული პირები ამა თუ იმ ტერიტორიაზე იღებენ მშენებლობის ნებართვას, მაგრამ არ იწყებენ სამუშაოებს, არამედ ელოდებიან რომ რომელიმე უცხოელ ინვესტორს ეს ნებართვა მიჰყიდონ. წარმოიდგინეთ, ინვესტორს უნდა ენერგეტიკაში ფული ჩადის და ამ დროს კონკრეტული პირები მას თანხებს სთხოვენ ამისთვის. შედეგად არც ინვესტორი ინტერესდება და არც ჰესები შენდება. აუცილებელია როგორც ბიუროკრატიის გამარტივება, ისე ნებართვების აღების სახეცვლილებაც. გარდა ამისა ყბადაღებულ პრობლემად მოსახლეობასთან სწორი ინფორმაციის მიტანაა. მიუხედავად წლების გასვლისა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდისა, სამწუხაროდ, მოსახლეობას კვლავ არასწორი შეხედულებები აქვს ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, რაც მშენებლობის პროცესს კიდევ უფრო ამოხრუჭებს.“ – განაცხადა ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის დამფუძნებელმა ნოდარ სირბილაძემ

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით სამი პირი დავაკავეთ – სუსი
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

რატომ არის მნიშვნელოვანი არასასურსათო პროდუქტების უსაფრთხოება და რას ნიშნავს ხარისხის ინფრასტრუქტურა
  • რეკლამა

რატომ არის მნიშვნელოვანი არასასურსათო პროდუქტების უსაფრთხოება და რას ნიშნავს ხარისხის ინფრასტრუქტურა

admin 02/10/2025
_AJARATIMES.GE
  • რეკლამა

„ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს სარგებელს იმ პროექტებიდან, რომლებიც მათ გარშემო ხორციელდება“ – რას გულისხმობს GREDA-ს კანონპროექტი

admin 29/09/2025
ea7e6794-6d89-4509-8bc9-7c5a4a7ebcb6
  • რეკლამა

საკრებულოს თავმჯდომარეობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარდგინეს

admin 17/09/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

დასრულდა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“ _AJARATIMES.GE
  • სპორტი

დასრულდა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“

13/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

13/10/2025
წლის პირველ ნახევარში 25 მლნ ლარი გავიდა ქვეყნიდან იმის გამო, რომ ჰესებს არ ვაშენებთ – ნოდარ სირბილაძე _AJARATIMES.GE
  • რეკლამა

წლის პირველ ნახევარში 25 მლნ ლარი გავიდა ქვეყნიდან იმის გამო, რომ ჰესებს არ ვაშენებთ – ნოდარ სირბილაძე

13/10/2025
აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით სამი პირი დავაკავეთ – სუსი dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით სამი პირი დავაკავეთ – სუსი

13/10/2025
ბათუმში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს  policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს 

13/10/2025
ბათუმში პოლიციის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში პოლიციის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

12/10/2025
დასრულდა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“ _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

დასრულდა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“

13/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

13/10/2025
წლის პირველ ნახევარში 25 მლნ ლარი გავიდა ქვეყნიდან იმის გამო, რომ ჰესებს არ ვაშენებთ – ნოდარ სირბილაძე _AJARATIMES.GE 3
  • რეკლამა

წლის პირველ ნახევარში 25 მლნ ლარი გავიდა ქვეყნიდან იმის გამო, რომ ჰესებს არ ვაშენებთ – ნოდარ სირბილაძე

13/10/2025
აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით სამი პირი დავაკავეთ – სუსი dakaveba_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით სამი პირი დავაკავეთ – სუსი

13/10/2025
ბათუმში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს  policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს 

13/10/2025

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.