ბათუმში, ინასარიძისა და კობალაძის ქუჩების გზაჯვარედინთან მდებარე ერთ-ერთი რესტორნის გამწოვ სისტემაში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ მეხანძრე-მაშველები, რომლებმაც თვითმხილველების თქმით, ცეცხლის ლოკალიზება მალევე შეძლეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მათი განცხადებით, ამ ეტაპზე უცნობია, რამ გამოიწვია ცეცხლის გაჩენა.



