Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმში ქეთევან წამებულის ქუჩის მცხოვრებლები ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ

სულხან მესხიძე თებერვალი 24, 2026
_AJARATIMES.GE

ბათუმში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მცხოვრებლები თითქმის ერთი წელია ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ. მათი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ნელი ტემპით მიმდინარეობს, რაც ყოველდღიურ ცხოვრებას სერიოზულად ართულებს.

გაჭიანურებული პროცესის გამო, წვიმიან ამინდში ქუჩაზე წყლის დიდი გუბეები დგება, ხოლო მზიან ამინდში მტვერია. ადგილობრივები ამბობენ, რომ მტვერი და წყალი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებამდე აღწევს.

ატალახებული გზის გადალახვა უჭირთ როგორც ქვეითებს, ისე მძღოლებს. მოსახლეობის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას დაზიანდა კანალიზაციის მილები, რის გამოც ქსელი ხშირად იჭედება და დამატებით პრობლემებს ქმნის.

ადგილობრივების თქმით, მათთვის უცნობია, როდის დასრულდება სამუშაოები. ისინი აცხადებენ, რომ დასახლებაში მერის წარმომადგენელი ინფორმაციას არ აწვდის, ხოლო ქუჩაზე არ არის განთავსებული საინფორმაციო ბანერი, სადაც პროექტის ვადები და დეტალები იქნებოდა მითითებული.

„ქეთევან წამებულის ქუჩისა და ჩიხების რეაბილიტაცია პროექტით განსაზღვრული გრაფიკით მიმდინარეობს.

სამუშაოების განხორციელების პერიოდში წყალარინების მილების დაზიანება არ დაფიქსირებულა. დისკომფორტს იწვევს გაუმართავი სანიაღვრე სისტემა, რაც ქუჩის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ აღმოიფხვრება.

სანიაღვრე სისტემის მოწყობა უკვე დასასრულს უახლოვდება, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება ასფალტის საფარის დაგება. სამუშაოები მაისის ბოლომდე დასრულდება,“ – მოგვწერეს „ქართული ოცნების“ ბათუმის მერიიდან.

 

Post navigation

Previous: დიდმა ბრიტანეთმა სახელისუფლებო „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაუწესა
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ორ წლამდე ბავშვი კორპუსის მერვე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

აჭარა თაიმსი აგვისტო 29, 2026
inga bagrationi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

60 წლის ასაკში სტუდენტი გახდა – ინგა ბაგრატიონი უნივერსიტეტში 36 წლის შემდეგ დაბრუნდა

სულხან მესხიძე აგვისტო 28, 2026
dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის ძებნილი უცხოელი დააკავეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 28, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„დინამო ბათუმმა“ „სპაერი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „სპაერი“ დაამარცხა

აგვისტო 31, 2026
ბათუმში ორ წლამდე ბავშვი კორპუსის მერვე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ორ წლამდე ბავშვი კორპუსის მერვე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

აგვისტო 29, 2026
სარფში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

აგვისტო 29, 2026
60 წლის ასაკში სტუდენტი გახდა – ინგა ბაგრატიონი უნივერსიტეტში 36 წლის შემდეგ დაბრუნდა inga bagrationi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

60 წლის ასაკში სტუდენტი გახდა – ინგა ბაგრატიონი უნივერსიტეტში 36 წლის შემდეგ დაბრუნდა

აგვისტო 28, 2026
ბათუმში სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის ძებნილი უცხოელი დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის ძებნილი უცხოელი დააკავეს

აგვისტო 28, 2026
ბათუმში ბინის გაქურდვა სცადა – ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ბინის გაქურდვა სცადა – ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

აგვისტო 28, 2026
„დინამო ბათუმმა“ „სპაერი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „სპაერი“ დაამარცხა

აგვისტო 31, 2026
ბათუმში ორ წლამდე ბავშვი კორპუსის მერვე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში ორ წლამდე ბავშვი კორპუსის მერვე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

აგვისტო 29, 2026
სარფში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE 3
  • ხელვაჩაური

სარფში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

აგვისტო 29, 2026
60 წლის ასაკში სტუდენტი გახდა – ინგა ბაგრატიონი უნივერსიტეტში 36 წლის შემდეგ დაბრუნდა inga bagrationi_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

60 წლის ასაკში სტუდენტი გახდა – ინგა ბაგრატიონი უნივერსიტეტში 36 წლის შემდეგ დაბრუნდა

აგვისტო 28, 2026
ბათუმში სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის ძებნილი უცხოელი დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge 5
  • ბათუმი

ბათუმში სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის ძებნილი უცხოელი დააკავეს

აგვისტო 28, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.