ბათუმში, კანდელაკის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაიწვა საცხოვრებელი სახლი.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ადგილზე რამდენიმე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.