Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებს ქვედაბოლოსა და თეთრი ბლუზის ჩაცმას აიძულებდნენ

admin 06/03/2024
moswavleebi_ajaratimes.ge

მოსწავლეებს ქვედაბოლოთი და თეთრი ბლუზით ჩაცმას აიძულებდნენ, ამის შესახებ ცნობილი სახალხო დამცველის აპარატის განცხადებიდან გახდა ცნობილი. ომბუდსმენის ინფორმაციით, შემთხვევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში დაფიქსირდა.

სქესის/გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის წახალისებასთან დაკავშირებული სახალხო დამცველმა სკოლის ადმინისტრაციას უკვე მიმართა და მოუწოდა არ დაუშვას სკოლაში სქესის ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და გაატაროს თანასწორობის პოლიტიკა, ხოლო სასკოლო ფორმასთან მიმართებით, უზრუნველყოს მოსწავლეების არჩევანის თავისუფლება.

“როგორც საქმის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორის მკაცრი მითითებით, მოსწავლე გოგოებმა სკოლაში ქვედაბოლოთი და თეთრი ბლუზით უნდა იარონ. თუმცა, საქმისწარმოების მიხედვით, ადმინისტრაციას რაიმე დირექტივა სასკოლო ფორმასთან დაკავშირებით არ გაუცია და ის რომ, მოსწავლე გოგოები შარვლით მხოლოდ ზამთრის პერიოდში დაიშვებიან, უშუალოდ სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებაა.

სკოლამ სახალხო დამცველს ვერ წარუდგინა რაციონალური არგუმენტაცია, რომელიც გოგოებისთვის არჩევანის შესაძლებლობის შეზღუდვასა და შარვლის ჩაცმის აკრძალვას გაამართლებდა.

საკანონმდებლო ჩარჩოს გათვალისწინებით, ჩაცმულობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი უნდა იცავდეს არადისკრიმინაციულობის პრინციპს. შესაბამისად, დაუშვებელია სკოლამ თვითნებურად განსაზღვროს მოსწავლეთა ჩაცმის წესები და გოგოებს შარვლის ჩაცმის უფლება აუკრძალოს.

ზოგად წინადადებაში სახალხო დამცველმა, ასევე იმსჯელა გენდერულ თანასწორობის კუთხით არსებულ ზოგად გამოწვევებზე, სკოლის მოსწავლეთა უფლებებთან დაკავშირებული საკითხების თანასწორობის პრიზმით განხილვის მნიშვნელობასა და სკოლის შესაბამის ვალდებულებებზე,” – წერია სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ოპოზიცია პროკურატურას მიმართავს და ქობულეთის მერის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას თხოვს
Next: გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის ბათუმში 744 მძღოლი დააჯარიმეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟოზე იარაღის ვაზნები აღმოაჩინეს

admin 02/10/2025
policia_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

აჭარაში საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

admin 24/09/2025
policia_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

მანქანით ჩარჩენილი ადამიანი მდინარე ჭოროხში – მახოს ხიდის მიმდებარედ სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს

admin 20/09/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

15/10/2025
გამოვლინდნენ ბათუმში გამართული ჭადრაკის ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულები _AJARATIMES.GE
  • სპორტი

გამოვლინდნენ ბათუმში გამართული ჭადრაკის ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულები

15/10/2025
ბათუმში ზღვაში გაუჩინარებულ კაცს ეძებენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ზღვაში გაუჩინარებულ კაცს ეძებენ

14/10/2025
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი ზიანის ანაზღაურება დააკისრა evrosasamartlo_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი ზიანის ანაზღაურება დააკისრა

14/10/2025
ქართულმა ოცნებამ შეკრებებისა და მანიფესტაციების გამკაცრებული რეგულაციები მოამზადა aqcia batumshi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ქართულმა ოცნებამ შეკრებებისა და მანიფესტაციების გამკაცრებული რეგულაციები მოამზადა

14/10/2025
მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე გააძევა migrantebi_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე გააძევა

14/10/2025
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

15/10/2025
გამოვლინდნენ ბათუმში გამართული ჭადრაკის ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულები _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

გამოვლინდნენ ბათუმში გამართული ჭადრაკის ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულები

15/10/2025
ბათუმში ზღვაში გაუჩინარებულ კაცს ეძებენ _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში ზღვაში გაუჩინარებულ კაცს ეძებენ

14/10/2025
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი ზიანის ანაზღაურება დააკისრა evrosasamartlo_AJARATIMES.GE 4
  • უცხოეთი

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი ზიანის ანაზღაურება დააკისრა

14/10/2025
ქართულმა ოცნებამ შეკრებებისა და მანიფესტაციების გამკაცრებული რეგულაციები მოამზადა aqcia batumshi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

ქართულმა ოცნებამ შეკრებებისა და მანიფესტაციების გამკაცრებული რეგულაციები მოამზადა

14/10/2025

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.