Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ოპოზიცია პროკურატურას მიმართავს და ქობულეთის მერის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას თხოვს

სულხან მესხიძე მარტი 6, 2024
nacionaluri mozraoba_ajaratimes.ge

ოპოზიცია პროკურატურას მიმართავს და ქობულეთის მერის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. საკრებულოს დეპუტატმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ აუდიტის კრიტიკული დასკვნის შემდეგ პასუხისმგებლობა ლევან ზოიძეს უნდა დაეკისროს.

ლაშა კომახიძის თქმით, მერია კორუფციულ გარიგებებში შედის, რაც მაკონტროლებლების შესწავლის შედეგად კიდევ ერთხელ დადასტურდა. ოპოზიციონერ დეპუტატს მიაჩნია, რომ აუდიტის გააზრება უნდა მოხდეს და შესაბამისი ზომებიც დროულად გატარდეს.

“აუდიტმა დაადასტურა, რომ ივანიშვილის პარტიის მერი ლევან ზოიძე და მისი დაქვემდებარებული სამსახურები სისტემატიურად ჩადიან სისხლის სამართლის დანაშაულს. დადგინდა, რომ მუნიციპალიტეტში გრძელდება უნებართვო და უკანონო მშენებლობები, რაც მერის და მერიის კორუფციულ გარიგებებზე მიუთითებს. აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ გასულ წელს მერიის დაქვემდებარებულ შპს-ებსა და სამსახურებში ზედმეტად გაცემულია 270 000 ლარი, ვითომ და ხელფასების სახით. ასევე დადასტურდა 25 000 ლარის უკანონო მითვისების ფაქტი.

დადასტურდა, რომ მერიამ მიითვისა 52 ტონა საწვავი, რომლის მიზნობრივ ხარჯვას ვერ ადასტურებს. მაშასადამე, გამოვლენილია უამრავი ფაქტი, რომელიც ადასტურებს, რომ მერი და მერიის სამსახურები ჩართულნი არიან ხალხის ფულის უკანონო მითვისებაში.

მივმართავთ საქართველოს პროკურატურას, სასწრაფოდ დაიწყოს სისხლის სამართლის გამოძიება მერის და მისი დამნაშავე სამსახურების წინააღმდეგ და ბიუჯეტის ქურდები მიეცნენ პასუხისგებაში. ასევე მივმართავ პირადად ლევან ზოიძეს, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და სასწრაფოდ დატოვოს თანამდებობა,” – განაცხადა ბრიფინგზე ლაშა კომახიძემ.

ქობულეთის მერია ოპოზიციისა და სახელმწიფო აუდიტის კრიტიკულ დასკვნას ამ დრომდე არ გამოხმაურებია.

ინფორმაციისთვის: რას წერს სახელმწიფო აუდიტის სამსახური ქობულეთის მერიის საქმიანობაზე ნახეთ ბმულზე.

 

Post navigation

Previous: რა კეთდება კაფე “გარდენსის” ნაცვლად – კითხვას ბათუმის მერიაში არ პასუხობენ
Next: ხელვაჩაურის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებს ქვედაბოლოსა და თეთრი ბლუზის ჩაცმას აიძულებდნენ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

batumi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 25, 2026
gmirta xeivani_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 23, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 22, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა xulo_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა

ოქტომბერი 25, 2026
სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს batumi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს

ოქტომბერი 25, 2026
საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო

ოქტომბერი 25, 2026
„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა

ოქტომბერი 24, 2026
გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ gmirta xeivani_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ

ოქტომბერი 23, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 23, 2026
ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა xulo_AJARATIMES.GE 1
  • ხულო

ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა

ოქტომბერი 25, 2026
სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს batumi_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს

ოქტომბერი 25, 2026
საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო

ოქტომბერი 25, 2026
„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა

ოქტომბერი 24, 2026
გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ gmirta xeivani_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ

ოქტომბერი 23, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.