Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურის სასამართლოს თავმჯდომარის შვილის სამშენებლო ბიზნესი და შემოწირულებები „ქართულ ოცნებას” – კვლევა

admin 22/08/2024
kvleva_AJARATIMES.GE

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის, გოჩა ფუტკარაძის შვილთან, “ქართული ოცნების” შემწირველ, კობა ფუტკარაძესთან დაკავშირებული 3 კომპანია ბათუმში 129 ათას კვადრატულ მეტრამდე საერთო ფართის 3 საცხოვრებელ კორპუსს აშენებს, ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” კვლევაში წერია. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, აღნიშნული კომპანიები და მათი მეწილეებიც დიდძალ თანხას სწირავენ „ქართულ ოცნებას” – ჯამში მათი შეწირულებები 486,000 ₾არია.

“გოჩა ფუტკარაძე 2003 წლიდან 2020 წლამდე სხვადასხვა სასამართლოში მოსამართლედ მუშაობდა, ხოლო 2020 წლიდან დღემდე ასრულებს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს. ის 2016 წლის ოქტომბრიდან მოსამართლედ გამწესებულია უვადოდ.

გოჩა ფუტკარაძის შვილი, “ქართული ოცნების” შემწირველი, კობა ფუტკარაძე შპს „მონუმენტ პალასის“ 100% წილის მფლობელი და დირექტორია, ასევე, შპს „ექსპერტიზის ცენტრის“ 50% წილის მფლობელი და დირექტორი, შპს „ლეგალ ედვაისის“ 30% წილის მფლობელი და დირექტორი, შპს „რეალ პალასის (ს/კ 445394591)“, შპს „ახალი ერას“  და შპს „რეალ პალასის” (ს/კ 445499620) დირექტორი.

კობა ფუტკარაძემ, შპს „ახალი ერას“ მეწილეებმა, შპს „რეალ პალასს” (ს/კ 445394591) და მის მეწილეებმა ჯამში 486,000 ლარი შეწირეს „ქართულ ოცნებას”.

შპს „ახალი ერა“, ბათუმში, ევროპის მოედნის მიმდებარედ, ნოდარ დუმბაძის ქუჩის #12-ში, 952 კვადრატული მეტრ მიწის ნაკვეთზე აშენებს 5,361 კვადრატული საერთო ფართობის მქონე შენობა-ნაგებობას, საიდანაც 2,776 კვადრატული საცხოვრებელი ფართი იქნება, ხოლო 854 კვადრატული დაეთმობა კომერციულ/სავაჭრო ორგანიზაციებს.

ასევე, შპს „რეალ პალასი” (ს/კ 445394591), ბათუმში, ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის მიმდებარედ, ჟიული შარტავას გამზირის #16-ში აშენებს 81,136 კვადრატული მეტრი ფართის მქონე მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსს.

შპს „რეალ პალასი” (ს/კ 445499620)“, ბათუმში, ანგისის ქუჩა #95-ში აშენებს 42,098 კვადრატული მეტრი ფართის მქონე მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსს,” – წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: მთავრობამ ზურაბ პატარაძე გაათავისუფლა
Next: საჭადრაკო ფესტივალი დასრულდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქმის გამო თურქეთის მოქალაქე დააკავეს

admin 22/10/2025
policia_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურში თურქეთის ხუთი მოქალაქე დააკავეს – ერთს მძიმე დაზიანების, მეოთხეს ხულიგნობის ბრალდება წარედგინა

admin 18/10/2025
sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟოზე იარაღის ვაზნები აღმოაჩინეს

admin 02/10/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

30/10/2025
„ქართული ოცნების“ აჭარის საკრებულოებსა და მერიებს კაცები უხელმძღვანელებენ qartuli ocneba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ქართული ოცნების“ აჭარის საკრებულოებსა და მერიებს კაცები უხელმძღვანელებენ

30/10/2025
ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკის შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკის შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

30/10/2025
არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებისa და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს gaupatiureba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებისa და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

30/10/2025
აკაკი გვიანიძე გახარიას პარტიას ტოვებს და პოლიტიკას ემშვიდობება akaki gvianidze giorgi gaxaria_AJARATIMES.GE (2)
  • ბათუმი

აკაკი გვიანიძე გახარიას პარტიას ტოვებს და პოლიტიკას ემშვიდობება

30/10/2025
სამი ავტოსაგზაო შემთხვევა ერთ ღამეში ბათუმში – დაშავებულია ორი ადამიანი _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სამი ავტოსაგზაო შემთხვევა ერთ ღამეში ბათუმში – დაშავებულია ორი ადამიანი

30/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

30/10/2025
„ქართული ოცნების“ აჭარის საკრებულოებსა და მერიებს კაცები უხელმძღვანელებენ qartuli ocneba_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

„ქართული ოცნების“ აჭარის საკრებულოებსა და მერიებს კაცები უხელმძღვანელებენ

30/10/2025
ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკის შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge 3
  • ბათუმი

ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკის შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

30/10/2025
არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებისa და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს gaupatiureba_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებისa და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

30/10/2025
აკაკი გვიანიძე გახარიას პარტიას ტოვებს და პოლიტიკას ემშვიდობება akaki gvianidze giorgi gaxaria_AJARATIMES.GE (2) 5
  • ბათუმი

აკაკი გვიანიძე გახარიას პარტიას ტოვებს და პოლიტიკას ემშვიდობება

30/10/2025

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.