“აჭარა თაიმსის” ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით, სოფელ ერგეს მიმდებარედ მოხდა. ადგილობრივთა თქმით, ახალგაზრდა კაცი, მდინარეზე გასასეირნებელ კატერს აქირავებდა და ღამით იქვე, მანქანაში ეძინა.
მოკლულის მანქანა სავარაუდოდ, კვალის წაშლის მიზნით მდინარეშია გადაგდებული. ადგილობრივები პირად საუბრებში განმარტავენ, რომ ახალგაზრდა კაცს ე.წ “ქურდული სამყაროს” წევრები წილების დათმობას აიძულებდნენ, რასაც ის არ დათანხმდა.
შნაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.



