Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმში მრავალსართულიანის მშენებლობა მომიჯნავედ არსებულ ავარიულ შენობას საფრთხეს უქმნის – მცხოვრებლები მერიის მხრიდან უგულებელყოფაზე საუბრობენ

აჭარა თაიმსი ივნისი 3, 2025
_AJARATIMES.GE (2)

ბათუმში, ყოფილი „უნივერსამის“ ტერიტორიაზე მრავალსართულიანის მშენებლობა მომიჯნავედ ავარიული შენობის მცხოვრებლებს საფრთხის ქვეშ აყენებს. მათივე თქმით, სამშენებლო სამუშაოებით გამოწვეულმა ვიბრაციამ შენობის კედლებზე ბზარები გააჩინა და არსებული დაზიანებები კი გააღრმავა. საუბარია საბჭოთა პერიოდის, ორსართულიან საცხოვრებელზე, რომელიც, როგორც მოსახლეობა აცხადებს, საგრძნობლად ირყევა და სიცოცხლისთვის სარისკო გარემოა.

„ჩვენი საცხოვრებლიდან ორი მეტრიც არაა დაშორებული და როგორც ხედავთ, აშენებენ ცათამბჯენს. სახლს დაემატა ახალი ბზარები, ჩვენი კორპუსი ერთ საუკუნეზე მეტი ხნისაა და ის ავარიული სახლების ჩამონათვალშია. ირყევა სახლი, ბევრჯერ დილითაც გაგვაღვიძა ხმაურმა. გარე ფასადზეც აქვს შენობას ბზარები. არაერთხელ ვთხოვეთ კომპანიას მოსულიყვნენ, ენახათ რა ხდება, მაგრამ პრობლემას სრულად უგულვებელყოფენ“, – ამბობს ნონა ასკურავა.

ნონა ასკურავას თქმით, შპს „უნივერსამმა“, რომელიც ობიექტის მშენებელია, იმავე საკადასტრო კოდში მოაქცია ავარიული ორსართულიანი კორპუსი, სადაც სხვებთან ერთად, მათი ოჯახიც ცხოვრობს. როგორც ვარაუდობენ, კომპანია სამომავლოდ შენობის დემონტაჟს გეგმავს, თუმცა ამის შესახებ მათთან ოფიციალური კომუნიკაცია არ ყოფილა.

განსაკუთრებული პრობლემის წინაშე დგას ასკურავების ოჯახი – ისინი აცხადებენ, რომ კომპანიას არ გაუფორმებია ხელშეკრულება. მიზეზი საკუთრების იურიდიულ სტატუსშია – ოჯახის საკუთრება საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული, რაც სხვა საოჯახო სასამართლო დავასთან არის დაკავშირებული. ოჯახმა არაერთხელ მიმართა ბათუმის მერიას, მუნიციპალურ ინსპექციასა და უშუალოდ სამშენებლო კომპანიას. თუმცა, მათი თქმით, პრობლემა კვლავ უგულებელყოფილია და არცერთი უწყება რეაგირებს.

მშენებლობის ნებართვა შპს „უნივერსამს“ არჩილ ჩიქოვანმა მისცა. ადგილობრივები თვლიან, რომ უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება უხეშად ირღვევა და სახელმწიფოსა და კომპანიის მხრიდან უყურადღებობა მათ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს.

კომპანიაში ადასტურებენ, რომ ასკურავებთან ხელშეკრულების გაფორმებისგან თავს იკავებენ საკუთრების დაურეგისტრირებლობის გამო. რაც შეეხება ბზარების გაჩენასა და სახლის დაზიანებას, რაზეც ასკურავების ოჯახს პრეტენზია აქვთ – ამ თემაზე შპს „უნივერსამის“ მენეჯმენტში განმარტებას შეგვპირდნენ, თუმცა ისინი არ დაგვკავშირებიან. იმ შემთხვევაში თუ კომპანია პოზიციის დაფიქსირების სურვილს გამოთქვამს მასალა განახლდება.

 

Post navigation

Previous: ვიტორ გაბრიელმა ს/კ გონიო დატოვა
Next: ხელვაჩაურში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

avtobusi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ დღემდე ვერ უზრუნველყო მუნიციპალური ტრანსპორტის Google Maps-ზე ასახვა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 25, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

რა შეიცვალა ან როგორ დალაგდა ურთიერთობები „ბიაფსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის

აჭარა თაიმსი სექტემბერი 24, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მოქალაქეს ეზოდან მოპედი მოპარეს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 24, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქობულეთის მერი მოქალაქეს არ ხვდება – სოციალურად დაუცველი ოჯახი ავარიულ სახლში ცხოვრობს _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის მერი მოქალაქეს არ ხვდება – სოციალურად დაუცველი ოჯახი ავარიულ სახლში ცხოვრობს

სექტემბერი 25, 2026
ბათუმის მერიამ დღემდე ვერ უზრუნველყო მუნიციპალური ტრანსპორტის Google Maps-ზე ასახვა avtobusi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ დღემდე ვერ უზრუნველყო მუნიციპალური ტრანსპორტის Google Maps-ზე ასახვა

სექტემბერი 25, 2026
რა შეიცვალა ან როგორ დალაგდა ურთიერთობები „ბიაფსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

რა შეიცვალა ან როგორ დალაგდა ურთიერთობები „ბიაფსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის

სექტემბერი 24, 2026
ბათუმში მოქალაქეს ეზოდან მოპედი მოპარეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მოქალაქეს ეზოდან მოპედი მოპარეს

სექტემბერი 24, 2026
როგორია საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა ქობულეთში ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებთან _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

როგორია საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა ქობულეთში ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებთან

სექტემბერი 24, 2026
ბათუმის 27-ე საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებამდე დაიკეტა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის 27-ე საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებამდე დაიკეტა

სექტემბერი 24, 2026
ქობულეთის მერი მოქალაქეს არ ხვდება – სოციალურად დაუცველი ოჯახი ავარიულ სახლში ცხოვრობს _AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ქობულეთის მერი მოქალაქეს არ ხვდება – სოციალურად დაუცველი ოჯახი ავარიულ სახლში ცხოვრობს

სექტემბერი 25, 2026
ბათუმის მერიამ დღემდე ვერ უზრუნველყო მუნიციპალური ტრანსპორტის Google Maps-ზე ასახვა avtobusi_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ დღემდე ვერ უზრუნველყო მუნიციპალური ტრანსპორტის Google Maps-ზე ასახვა

სექტემბერი 25, 2026
რა შეიცვალა ან როგორ დალაგდა ურთიერთობები „ბიაფსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

რა შეიცვალა ან როგორ დალაგდა ურთიერთობები „ბიაფსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის

სექტემბერი 24, 2026
ბათუმში მოქალაქეს ეზოდან მოპედი მოპარეს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში მოქალაქეს ეზოდან მოპედი მოპარეს

სექტემბერი 24, 2026
როგორია საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა ქობულეთში ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებთან _AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

როგორია საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა ქობულეთში ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებთან

სექტემბერი 24, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.