Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

ხელვაჩაურში კოტეჯებს უკანონოდ აშენებენ – საქმეში დეპუტატი ფიგურირებს

სულხან მესხიძე იანვარი 12, 2024
kotejebi_ajaratimes.ge

AJARATIMES.GE-ის ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში კოტეჯებს უკანონოდ აშენებენ. ომბოლოს ტერიტორიაზე სამშენებლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სოფელში ხის რამდენიმე კოტეჯის მშენებლობა უკვე დასასრულს უახლოვდება.

ინფორმაცია ადგილობრივებმა მოგვაწოდეს და გვითხრეს, რომ მშენებლობა შოთა ფუტკარაძეს ეკუთვნის, რომელიც მაჟორიტარი დეპუტატია თხილნარის ადმინისტრაციულ ერთეულში.

“დეპუტატის კოტეჯებია. კი, თვითონ ხელმძღვანელობს, ახლა აქ არაა, თორემ ხშირად ვხედავთ სოფელში,” – გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს.

მშენებლობასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს თავად შოთა ფუტკარაძე. დეპუტატმა “აჭარა თაიმსს” განუცხადა, რომ აღნიშნული მშენებლობის შესახებ ჩვენგან გაიგო.

ირკვევა, რომ კოტეჯები უნებართვოდ შენდება და ამის შესახებ ხელვაჩაურის მერიაში ინფორმაცია არ გააჩნდათ.

“ჩემი წარმომადგენელი ადგილზე გავა და გაარკვევს ვის ეკუთვნის მშენებლობა, რის შემდეგაც გადაწყდება რა სახის რეაგირებას მოვახდენთ. ჩვენ ნებართვა არ გაგვიცია,” – უთხრა AJARATIMES.GE-ის ხელვაჩაურის მერმა, ზაზა დიასამიძემ.

ინფორმაციისთვის: შოთა ფუტკარაძე შპს “გრანდ მაისონ”-ის მეწილე და დირექტორია. ამავე კომპანიის 20 პროცენტიანი წილის მფლობელი ლევან დოლიძე “ქართული ოცნების” შემომწირველია. მან მმართველ პარტიას 5 000 ₾ შესწირა.

შოთა ფუტკარაძის მამა, ოთარ ფუტკარაძე შპს “ბონდი 2009”-ის მეწილე და “ოცნების” შემწირველია, მან სახელისუფლებო პარტიას 110 000 ლარი შესწირა.

 

Post navigation

Previous: ბათუმში ბინების გაყიდვები შემცირდა – დეკემბრის სტატისტიკა
Next: 13 იანვრის ვალუტის კურსი ცნობილია

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

mikheil saakashvili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს

აჭარა თაიმსი ივნისი 23, 2026
mezgvaurebi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მეზღვაურებისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რამდენიმე მომსახურება დროებით უფასო იქნება

აჭარა თაიმსი ივნისი 23, 2026
martvis mowmoba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მძღოლობის კანდიდატებისთვის მომსახურების სააგენტო შეღავათს აწესებს

აჭარა თაიმსი ივნისი 23, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„დინამო ბათუმმა“ „დინამოების დერბი“ დათმო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „დინამოების დერბი“ დათმო

ივნისი 24, 2026
უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს mikheil saakashvili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს

ივნისი 23, 2026
მეზღვაურებისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რამდენიმე მომსახურება დროებით უფასო იქნება mezgvaurebi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მეზღვაურებისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რამდენიმე მომსახურება დროებით უფასო იქნება

ივნისი 23, 2026
მძღოლობის კანდიდატებისთვის მომსახურების სააგენტო შეღავათს აწესებს martvis mowmoba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მძღოლობის კანდიდატებისთვის მომსახურების სააგენტო შეღავათს აწესებს

ივნისი 23, 2026
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა,  ბათუმში კარვის გაშლის გამო აქტივისტის დაკავებამ ადამიანის უფლებები დაარღვია zurab karchava_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა,  ბათუმში კარვის გაშლის გამო აქტივისტის დაკავებამ ადამიანის უფლებები დაარღვია

ივნისი 23, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 23, 2026
„დინამო ბათუმმა“ „დინამოების დერბი“ დათმო _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „დინამოების დერბი“ დათმო

ივნისი 24, 2026
უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს mikheil saakashvili_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს

ივნისი 23, 2026
მეზღვაურებისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რამდენიმე მომსახურება დროებით უფასო იქნება mezgvaurebi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

მეზღვაურებისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რამდენიმე მომსახურება დროებით უფასო იქნება

ივნისი 23, 2026
მძღოლობის კანდიდატებისთვის მომსახურების სააგენტო შეღავათს აწესებს martvis mowmoba_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

მძღოლობის კანდიდატებისთვის მომსახურების სააგენტო შეღავათს აწესებს

ივნისი 23, 2026
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა,  ბათუმში კარვის გაშლის გამო აქტივისტის დაკავებამ ადამიანის უფლებები დაარღვია zurab karchava_AJARATIMES.GE 5
  • უცხოეთი

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა,  ბათუმში კარვის გაშლის გამო აქტივისტის დაკავებამ ადამიანის უფლებები დაარღვია

ივნისი 23, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.