Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხულო

ხულოში საბაგირო გაურკვეველი ვადით შეჩერდა – ადგილობრივები და მეწარმეები შემოსავლების შემცირებაზე საუბრობენ

სულხან მესხიძე 31/07/2024
sabagiro_AJARATIMES.GE

დაბა ხულოსა და სოფელ თაგოს დამაკავშირებელი საბაგირო რამდენიმე თვეა, რაც გაჩერებულია. გადაადგილებისთვის ერთ-ერთ მარტივ და მოსახერხებელ ტრანსპორტს ადგილობრივები, ასევე, ტურისტები ვეღარ იყენებენ.

საბაგირო ტექნიკური გამოუმართავობის გამო გათიშეს და რეაბილიტაციისთვის ამზადებენ, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. თაგო წლის ნებისმიერ დროს ტურისტულად მიმზიდველი და დატვირთულია, მაგრამ შემოვლითი გზა იმდენად დიდი და მოუხერხებელია, მეტწილად სოფელში სტუმრობისგან ბევრი თავს იკავებს.

ვიზიტორების შემცირებით ადგილობრივები დაზარალდნენ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან. შემცირებულ ჯავშნებსა და შემოსავლებზე საუბრობენ კოტეჯების მფლობელებიც.

“გეგმიური შემოწმების შედეგად, ძირითად მზიდ ბაგირზე დაფიქსირდა ხარვეზები, რაც შეუსაბამოა საბაგიროს შემდგომი უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის,” – გვითხრეს ხულოს მერიაში, თუმცა უწყებაში ვერ განმარტეს როდის დაიწყება შეკეთების პროცესი. ირკვევა, რომ ხულოს მერია ამ ეტაპზე საბაგიროს საპროექტო დოკუმენტაციას ამზადებს.

“პროექტის განხორციელების პერიოდში გადაადგილების კუთხით მოსახლეობა არ ფერხდება. მათ, დღეში ერთხელ, ემსახურებათ  მუნიციპალიტეტის დაფინანსებით მიკრო ავტობუსი,” – განაცხადეს ხულოს მერიაში. 

ინფორმაციისთვის: ხულო-თაგოს საბაგირო გზა სიგრძითა და სიმაღლით ევროპაში მეორე ადგილზეა. უსაყრდენო საბაგირო გზის სიგრძე 1720, ხოლო სიმაღლე 280 მეტრია. საზოგადოებრივ ტრანსპორტს მხოლოდ ტურისტული დანიშნულება არ გააჩნია, ის ხულოს ცენტრიდან სოფელ თაგოში მისასვლელად გზის შემოკლების ერთადერთი საშუალებაა.

საბაგიროს მეშვეობით დაბა ხულოსთან დაკავშირება 8 წუთშია შესაძლებელი. საბაგირო 1985 წელს გაიხსნა, მისი ამოქმედება ცნობილი ინჟინერისა და არქიტექტორის, შოთა ორჯონიკიძის სახელს უკავშირდება.

About the Author

სულხან მესხიძე

Author

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: „დინამო ბათუმი“ უეფას კონფერენტს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშა
Next: ბათუმში, ქვიშის ფრენბურთის სამოყვარულო ტურნირი გაიმართება

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

xe tye_AJARATIMES.GE
  • ხულო

აჭარაში უკანონო ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა

admin 30/07/2025
_AJARATIMES.GE
  • ხულო

ჩაკეტილია ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელი გზა — მიზეზი მეწყერია

admin 21/07/2025
xulos meria_AJARATIMES.GE
  • ხულო

სასამართლომ ხულოს საკრებულოს ახალი ფრაქციის შექმნა დაავალა – ოპოზიციის სარჩელი დაკმაყოფილდა

სულხან მესხიძე 08/07/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

დასრულდა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“ _AJARATIMES.GE
  • სპორტი

დასრულდა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“

13/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

13/10/2025
წლის პირველ ნახევარში 25 მლნ ლარი გავიდა ქვეყნიდან იმის გამო, რომ ჰესებს არ ვაშენებთ – ნოდარ სირბილაძე _AJARATIMES.GE
  • რეკლამა

წლის პირველ ნახევარში 25 მლნ ლარი გავიდა ქვეყნიდან იმის გამო, რომ ჰესებს არ ვაშენებთ – ნოდარ სირბილაძე

13/10/2025
აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით სამი პირი დავაკავეთ – სუსი dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით სამი პირი დავაკავეთ – სუსი

13/10/2025
ბათუმში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს  policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს 

13/10/2025
ბათუმში პოლიციის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში პოლიციის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

12/10/2025
დასრულდა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“ _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

დასრულდა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“

13/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

13/10/2025
წლის პირველ ნახევარში 25 მლნ ლარი გავიდა ქვეყნიდან იმის გამო, რომ ჰესებს არ ვაშენებთ – ნოდარ სირბილაძე _AJARATIMES.GE 3
  • რეკლამა

წლის პირველ ნახევარში 25 მლნ ლარი გავიდა ქვეყნიდან იმის გამო, რომ ჰესებს არ ვაშენებთ – ნოდარ სირბილაძე

13/10/2025
აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით სამი პირი დავაკავეთ – სუსი dakaveba_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით სამი პირი დავაკავეთ – სუსი

13/10/2025
ბათუმში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს  policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს 

13/10/2025

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.