ბათუმში, ხანძრის შედეგად ბინა დაიწვა. შემთხვევა შარტავას ქუჩაზე, გვიან ღამით, ერთ-ერთ კორპუსში მოხდა.
ცეცხლის 25-ე სართულზე გაჩნდა, შედეგად საყოფაცხოვრებო ნივთები დაიწვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.



