Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • საქართველო

6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების იმპორტი ისევ დაიშვება, თუმცა განბაჟება მკვეთრად ძვირდება

აჭარა თაიმსი მარტი 12, 2026
manqana_AJARATIMES.GE

ირაკლი კობახიძის განცხადებით, 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების ქვეყანაში შემოყვანის აკრძალვა გაუქმდება, თუმცა ამავე დროს მნიშვნელოვნად გაიზრდება მათი განბაჟების ტარიფი. მისი თქმით, ახალი რეგულაციის მიხედვით, 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთი 1 კუბურ სანტიმეტრზე 4.5 ლარი იქნება.

» ბათუმში 5 მილიონი ევროს ღირებულების ავტომობილების უკანონო შემოტანის მცდელობა გამოავლინეს

ამ დრომდე მოქმედი წესით, 6-დან 9 წლამდე ავტომობილის განბაჟების ტარიფი 1 კუბურ სანტიმეტრზე 80 თეთრს შეადგენდა, ხოლო ასაკის ზრდასთან ერთად გადასახადი ყოველწლიურად 10-30 თეთრით იმატებდა და მაქსიმუმ 2.4 ლარს აღწევდა.

რაც შეეხება მარჯვენასაჭიან ავტომობილებს, მათთვის აქციზის განაკვეთი სამმაგი ოდენობით იყო განსაზღვრული. კობახიძის მიერ დაანონსებული ცვლილების მიხედვით, 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების შემოყვანის შემთხვევაში აქციზის გადასახადი დაახლოებით 200-500 პროცენტით გაიზრდება.

» ქრთამის აღების სქემა სარფის საბაჟოზე – თურქეთში 600 მილიონის ღირებულების ავტომობილები ამოიღეს

განბაჟების ღირებულება ძრავის მოცულობაზე იქნება დამოკიდებული. მაგალითად, 1.5-ლიტრიანი ძრავის მქონე ავტომობილის განბაჟება დაახლოებით 6 750 ლარი დაჯდება (1500 კუბური სანტიმეტრი X 4.5 ლარი). 2.0-ლიტრიანი ძრავის შემთხვევაში თანხა დაახლოებით 9 000 ლარი იქნება, ხოლო 3.0-ლიტრიანი ძრავის მქონე ავტომობილის – დაახლოებით 13 500 ლარი.

აღსანიშნავია, რომ 6 წლამდე ასაკის ავტომობილების შემთხვევაში განბაჟების ტარიფი მნიშვნელოვნად დაბალია და 1 კუბურ სანტიმეტრზე დაახლოებით 1-დან 1.5 ლარამდე მერყეობს.

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
Next: აჭარაში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

xalxi_.ajaratimes.ge
  • საქართველო

როგორ იზრდება აჭარაში მოსახლეობის რაოდენობა, როცა შობადობა იკლებს

აჭარა თაიმსი მაისი 3, 2026
jurnalistebi, media_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს მედიის წარმომადგენლებს და უსაფრთხო გარემოს მოითხოვს

აჭარა თაიმსი მაისი 3, 2026
sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლომ სქესის მიხედვით განსხვავებული საპენსიო ასაკის საკითხზე სარჩელი არ დააკმაყოფილა

აჭარა თაიმსი აპრილი 30, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში, კორპუსიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, კორპუსიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა

მაისი 4, 2026
როგორ იზრდება აჭარაში მოსახლეობის რაოდენობა, როცა შობადობა იკლებს xalxi_.ajaratimes.ge
  • საქართველო

როგორ იზრდება აჭარაში მოსახლეობის რაოდენობა, როცა შობადობა იკლებს

მაისი 3, 2026
ბათუმში სასწრაფო დახმარების მძღოლი ორ ქვეითს შეეჯახა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში სასწრაფო დახმარების მძღოლი ორ ქვეითს შეეჯახა

მაისი 3, 2026
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს მედიის წარმომადგენლებს და უსაფრთხო გარემოს მოითხოვს jurnalistebi, media_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს მედიის წარმომადგენლებს და უსაფრთხო გარემოს მოითხოვს

მაისი 3, 2026
დინამოების დერბი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

დინამოების დერბი ფრედ დასრულდა

მაისი 3, 2026
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა ორ ქვეითს დაეჯახა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა ორ ქვეითს დაეჯახა

მაისი 2, 2026
ბათუმში, კორპუსიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა policia_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში, კორპუსიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა

მაისი 4, 2026
როგორ იზრდება აჭარაში მოსახლეობის რაოდენობა, როცა შობადობა იკლებს xalxi_.ajaratimes.ge 2
  • საქართველო

როგორ იზრდება აჭარაში მოსახლეობის რაოდენობა, როცა შობადობა იკლებს

მაისი 3, 2026
ბათუმში სასწრაფო დახმარების მძღოლი ორ ქვეითს შეეჯახა _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში სასწრაფო დახმარების მძღოლი ორ ქვეითს შეეჯახა

მაისი 3, 2026
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს მედიის წარმომადგენლებს და უსაფრთხო გარემოს მოითხოვს jurnalistebi, media_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს მედიის წარმომადგენლებს და უსაფრთხო გარემოს მოითხოვს

მაისი 3, 2026
დინამოების დერბი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

დინამოების დერბი ფრედ დასრულდა

მაისი 3, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.