Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • ხელვაჩაური

ბათუმის ახალი სასაფლაოს ბედი კვლავ გაურკვეველია

სულხან მესხიძე თებერვალი 21, 2024
sasaflao_ajaratimes.ge

“ღმერთმა დიდხანს გვაცოცხლოს და 100 წლის განმავლობაში არ დაგვჭირვებოდეს სასაფლაო” – ასე უპასუხა კითხვას აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის წევრმა, რომელსაც ხაახლოებით, 10 წლის წინ დაწყებული სასაფლაოს მშენებლობის შესახებ ვკითხეთ. მოკლე კომენტარის შემდეგ ტიტე აროშიძემ ჩვენთან ინტერვიუ შეწყვიტა და კაბინეტში შეიკეტა.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ასევე, უპასუხოდ დატოვა კითხვა რა ეტაპზეა გამოძიება, რომლის შესახებაც საზოგადოებას ამ დრომდე  ინფორმაცია არ გააჩნია. კითხვებს ბათუმის მერიაშიც არ პასუხობენ.

ცნობისთვის: არაერთი საჯარო დაპირების მიუხედავად, ბათუმში ახალი სასაფლაოს გახსნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. თითქმის ათი წელია თვითმმართველი ქალაქის მერია სამუშაოების დასრულებას აანონსებს, თუმცა შედეგი არ ჩანს. თავდაპირველი დათქმით, პროექტი 2017 წელამდე უნდა დასრულებულიყო.

ჩაქვში მდებარე 177 073 კვ.მ ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისთვის თავდაპირველად 3 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო, თუმცა ხელშეკრულებაში ცვლილება რამდენჯერმე შევიდა, მათ შორის გაიზარდა თანხის მოცულობაც. 

ერთ-ერთი ვერსიით, სასაფლაოს გახსნის პროცესს ტერიტორიის გეოლოგიურად არამდგრადობა აფერხებს. 2019 წელს „ბათუმის სასაფლაოების“ ხელმძღვანელმა თქვა, რომ მიწა უნდა “დაჯდეს”, რასაც მისი ვარაუდით დაახლოებით ორი წელი სჭირდებოდა. ამ ვადის გასვლის შემდეგაც მწვავე საკითხი, რომელიც ქალაქისთვის ბევრი გარემოების გამო მნიშვნელოვანია მერიამ ისევ მიივიწყა.

რაში დაიხარჯა მილიონები – ახალი სასაფლაოს მშენებლობის საქმეს აჭარის პროკურატურა წლებია იძიებს.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის თანახმად, 3 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი, ხარვეზებით შესრულდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქალაქში არსებული სასაფლაოზე ადამიანის დაკრძალვისთვის საჭირო ტერიტორია წლებია აღარ არის. მოქალაქეებს კი კერძო ტერიტორიების შესყიდვა დიდი თანხის სანაცვლოდ უწევთ. გარდა ამისა, პროცესი იმდენად ქაოტურია ხალხი საფლავს იქ აკეთებს, სადაც მას მოესურვება, მათ შორის დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე მეტრში.

Post navigation

Previous: 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით “ლელო” რეგიონებში შეხვედრებს იწყებს
Next: ავარია ბათუმში – ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

„აჭარა თაიმსმა“ გაარკვია იმ აგრესიული პირების ვინაობა, რომლებიც ხელვაჩაურის მერიასთან ჟურნალისტებსა და პატიმრების მშობლებს დაუპირისპირდნენ

სულხან მესხიძე მაისი 7, 2026
sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი მაისი 1, 2026
_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

აჭარა თაიმსი აპრილი 29, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გონიოში სასტუმროში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა xandzari_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გონიოში სასტუმროში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა

მაისი 10, 2026
„ს/კ ბათუმმა“ ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი მოიგო _AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ს/კ ბათუმმა“ ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი მოიგო

მაისი 10, 2026
ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 10, 2026
ხანძარი ბათუმში _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

მაისი 9, 2026
„სკ ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრაში დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„სკ ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრაში დამარცხდა

მაისი 9, 2026
დიდი ლიდერის ცხოვრების გზა – აზერბაიჯანის თანამედროვე ისტორიის ცოცხალი ქრონიკა Picture1
  • რეკლამა

დიდი ლიდერის ცხოვრების გზა – აზერბაიჯანის თანამედროვე ისტორიის ცოცხალი ქრონიკა

მაისი 9, 2026
გონიოში სასტუმროში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა xandzari_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

გონიოში სასტუმროში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა

მაისი 10, 2026
„ს/კ ბათუმმა“ ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი მოიგო _AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

„ს/კ ბათუმმა“ ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი მოიგო

მაისი 10, 2026
ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 10, 2026
ხანძარი ბათუმში _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

მაისი 9, 2026
„სკ ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრაში დამარცხდა _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„სკ ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრაში დამარცხდა

მაისი 9, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.