შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
გამოძიების მონაცემებით, 1985 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ინიციალებით უ.თ., სამართალდამცველებმა „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავეს.
უწყების ცნობით, ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები — „მდმა“ და „ამფეტამინი“.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



