Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხელვაჩაური

„აჭარა თაიმსმა“ გაარკვია იმ აგრესიული პირების ვინაობა, რომლებიც ხელვაჩაურის მერიასთან ჟურნალისტებსა და პატიმრების მშობლებს დაუპირისპირდნენ

სულხან მესხიძე მაისი 7, 2026
_AJARATIMES.GE

დღეს პატიმრების მშობლებსა და მედიის წარმომადგენლებს ხელვაჩაურის მერიის თანამშრომლები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ადგილზე ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობაც იყო. დილით პატიმრების ოჯახის წევრები მერიის შენობის წინ შეიკრიბნენ, სადაც ბანერი გაშალეს და საჯარო მოხელეებს სიტყვით მიმართეს.

აქციის დასრულების შემდეგ ისინი საინფორმაციო გაზეთების დარიგებას აპირებდნენ, რა დროსაც რამდენიმე პირი მათ სიტყვიერად დაუპირისპირდა.

მოგვიანებით აგრესია მედიის წარმომადგენლების მიმართაც გამოიჩინეს. „აჭარა თაიმსისა“ და „ბათუმელების“ ჟურნალისტების მიმართ ადგილზე მყოფი პირები სიძულვილის ენითა და შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით ცდილობდნენ პროფესიული საქმიანობის ხელშეშლას.

პირები, რომლებიც აგრესიით გამოირჩეოდნენ, თავდაპირველად ვინაობას არ ასახელებდნენ, თუმცა „აჭარა თაიმსმა“ მათი იდენტიფიცირება შეძლო. მათ შორის არიან:

  • ნუგზარ თედორაძე – ხელვაჩაურის მერიის ა(ა)იპ „გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების სამსახურის“ დირექტორის მოადგილე და მახინჯაურის პოლიციის განყოფილების უფროსის, მურმან თედორაძის ძმა;
  • ჯუმბერ დიასამიძე – ამავე სამსახურის დირექტორის მოადგილე და ხელვაჩაურის მერის, ზაზა დიასამიძის ბიძაშვილი;
  • ირაკლი კარანაძე – ა(ა)იპ „ხელვაჩაურის სასაფლაოების“ დირექტორი;
  • რომან თეთრაძე – ა(ა)იპ „ხელვაჩაურის სასაფლაოების“ იურისტი;
  • ოლეგ ვარშანიძე – ხელვაჩაურის ა(ა)იპ „გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების“ სამსახურის თანამშრომელი;

მერიასთან მომხდარ დაპირისპირებას მოგვიანებით უწყება ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა და განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ნაწილობრივ „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელს, სულხან მესხიძეს დააკისრა.

გავრცელებულ განცხადებაში ირიბად არის მინიშნება იმის შესახებ, რომ ინციდენტში მონაწილეობდა „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელი, თუმცა უწყებას არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მონაწილეობას დაპირისპირებაში. ასევე, არ არსებობს წარმოდგენილი ფაქტობრივი მასალა, რაც დაადასტურებდა, რომ სულხან მესხიძე ვინმეს მიმართ შეურაცხმყოფელ ტერმინებს იყენებდა ან რაიმე ფორმით დაპირისპირების პროვოცირებას ახდენდა. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ მერიის განცხადება არის სრული ტყუილი.

„მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას, რომელიც გამოიწვია მოქალაქეთა ჯგუფის მხრიდან აგრესიულმა და შეურაცხმყოფელმა ქმედებებმა. აღნიშნულ ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა სულხან მესხიძე, ხოლო ადგილზე მყოფი თანამშრომლების მისამართით არაერთხელ გაჟღერდა შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი განცხადებები, მათ შორის „მონების“ წოდება, რამაც გამოიწვია თანამშრომლების უკმაყოფილება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ყოველდღიურად ასრულებენ საკუთარ საქმიანობას მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად და თითოეული მათგანის ღირსება, პროფესიონალიზმი და შრომა პატივისცემას იმსახურებს. მიუხედავად პროვოკაციული გარემოსი, სიტუაცია სამართლებრივ და ეთიკურ ჩარჩოებს არ გასცდენია. მუნიციპალიტეტი ყოველთვის მზად არის მოისმინოს ნებისმიერი მოქალაქის პოზიცია, თუმცა კატეგორიულად მიუღებელია საჯარო სივრცეში ადამიანების შეურაცხყოფა, დისკრედიტაციის მცდელობა და დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა“, – წერია მერიის განცხადებაში.


ინციდენტს გამოეხმაურა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ხელვაჩაურში ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის ფაქტი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელვაჩაურში ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტის გამოძიებას ითხოვს

ცნობისთვის, დღეს პატიმრების ოჯახის წევრები აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში შეხვედრებს მართავდნენ და საინფორმაციო გაზეთებს არიგებდნენ.


ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხელვაჩაურში მედიის წარმომადგენლებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან. გასულ წელს სულხან მესხიძეს საკრებულოს სხდომაზე ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სულხან მესხიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ – ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე „აჭარა თაიმსს“ მუშაობის უფლება არ მისცეს

 

Post navigation

Previous: ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელვაჩაურში ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტის გამოძიებას ითხოვს
Next: აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟოზე 40 ამპულა მედიკამენტის მალულად გადატანის ფაქტი გამოავლინეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 6, 2026
sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 4, 2026
dachra_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურში კაცი დაჭრეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 31, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„ამ ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა“ – მეუფე იობის კრიტიკა ამბიონიდან _AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ამ ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა“ – მეუფე იობის კრიტიკა ამბიონიდან

ნოემბერი 12, 2026
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე მხარეები პოზიციებს იცავენ sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე მხარეები პოზიციებს იცავენ

ნოემბერი 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 11, 2026
აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 11, 2026
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე კითხვა-პასუხის ეტაპი გრძელდება _AJARATIMES.GE
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე კითხვა-პასუხის ეტაპი გრძელდება

ნოემბერი 10, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, eleqtroenergia_AJARATIMES.GE (2)
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 10, 2026
„ამ ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა“ – მეუფე იობის კრიტიკა ამბიონიდან _AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

„ამ ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა“ – მეუფე იობის კრიტიკა ამბიონიდან

ნოემბერი 12, 2026
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე მხარეები პოზიციებს იცავენ sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე მხარეები პოზიციებს იცავენ

ნოემბერი 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 11, 2026
აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 11, 2026
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე კითხვა-პასუხის ეტაპი გრძელდება _AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე კითხვა-პასუხის ეტაპი გრძელდება

ნოემბერი 10, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.