აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნით იძებნებოდა. მას არასრულწლოვნის მიმართ სექსუალურ ძალადობას ედავებიან.
უწყების ცნობით, ამჟამად დაკავებულის მიმართ საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

