Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელვაჩაურში ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტის გამოძიებას ითხოვს

აჭარა თაიმსი მაისი 7, 2026
jurnalisturi etikis kartia_AJARATIMES.GE

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ხელვაჩაურში ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის ფაქტი.

ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელვაჩაურის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელს სულხან მესხიძესა და „ბათუმელების“ ჟურნალისტ ლელა დუმბაძეს, რომელიც ამავდროულად ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს წევრია, სავარაუდოდ საჯარო მოხელეებმა პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს.

განცხადების მიხედვით, ჟურნალისტების მიმართ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მუქარასა და ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობას. ისინი ამ დროს პატიმრების მშობლების შეხვედრას აშუქებდნენ.

ქარტიის ინფორმაციით, ადგილზე მყოფი რამდენიმე პირი ჟურნალისტების კითხვებს აგრესიითა და მუქარით პასუხობდა. აგრესიულ პირებს შორის იყო ხელვაჩაურის მერიის სანდასუფთავებისა და კომუნალური სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯუმბერ (გენადი) დიასამიძე, რომელიც ხელვაჩაურის მერის, ზაზა დიასამიძე ბიძაშვილია.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს, რომ მსგავსი შემთხვევები უკვე ტენდენციის სახეს ატარებს. ორგანიზაციის შეფასებით, ჟურნალისტების მიმართ სიძულვილის ენა, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ისმის, ასევე მედიის წინააღმდეგ ჩადენილი გამოუძიებელი დანაშაულები, დაუსჯელობის განცდას აჩენს და ძალადობას ახალისებს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ 170-მდე შემთხვევა დააფიქსირეს. ქარტია ჟურნალისტების მიმართ ძალადობას მკაცრად გმობს და სოლიდარობას უცხადებს მედიის ყველა წარმომადგენელს, ვინც პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს აგრესიის სამიზნე გახდა.

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
Next: „აჭარა თაიმსმა“ გაარკვია იმ აგრესიული პირების ვინაობა, რომლებიც ხელვაჩაურის მერიასთან ჟურნალისტებსა და პატიმრების მშობლებს დაუპირისპირდნენ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი აგვისტო 7, 2026
dakaveba_ajaratimes.ge
  • საქართველო

უცხო ქვეყნის მოქალაქის საბანკო ანგარიშიდან 58 000 აშშ დოლარის მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, მეორეს ეძებენ

აჭარა თაიმსი აგვისტო 7, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი აგვისტო 6, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„დინამო ბათუმისა“ და „გაგრას“ მატჩი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმისა“ და „გაგრას“ მატჩი ფრედ დასრულდა

აგვისტო 9, 2026
სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს _AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს

აგვისტო 7, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 7, 2026
ბათუმში, ე.წ. „ხოფის ბაზრობაზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ე.წ. „ხოფის ბაზრობაზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

აგვისტო 7, 2026
ბათუმში ფალსიფიცირებული ალკოჰოლისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადების საქმეზე 3 პირი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ფალსიფიცირებული ალკოჰოლისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადების საქმეზე 3 პირი დააკავეს

აგვისტო 7, 2026
თურქეთის მიერ ძებნილი ორი პირი საქართველოში დააკავეს, ამოღებულია იარაღი და საბრძოლო მასალა dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

თურქეთის მიერ ძებნილი ორი პირი საქართველოში დააკავეს, ამოღებულია იარაღი და საბრძოლო მასალა

აგვისტო 7, 2026
„დინამო ბათუმისა“ და „გაგრას“ მატჩი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„დინამო ბათუმისა“ და „გაგრას“ მატჩი ფრედ დასრულდა

აგვისტო 9, 2026
სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს _AJARATIMES.GE 2
  • უცხოეთი

სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს

აგვისტო 7, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 7, 2026
ბათუმში, ე.წ. „ხოფის ბაზრობაზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში, ე.წ. „ხოფის ბაზრობაზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

აგვისტო 7, 2026
ბათუმში ფალსიფიცირებული ალკოჰოლისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადების საქმეზე 3 პირი დააკავეს _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში ფალსიფიცირებული ალკოჰოლისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადების საქმეზე 3 პირი დააკავეს

აგვისტო 7, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.