Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე მხარეები პოზიციებს იცავენ

აჭარა თაიმსი ნოემბერი 11, 2026
sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით შეტანილი სარჩელის განხილვა გრძელდება. პროცესის ბოლო დღეები მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებს შორის მწვავე დაპირისპირებით, ურთიერთბრალდებებითა და მოსამართლეების შეკითხვებით გამოირჩევა.

განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რა საფუძვლით შეიძლება დაეკისროს პოლიტიკურ პარტიას პასუხისმგებლობა წარსულში სხვა პოლიტიკური ძალის მიერ ჩადენილ ქმედებებზე და სად გადის ზღვარი პოლიტიკურ გაერთიანებასა და არაკონსტიტუციურ საქმიანობას შორის.

პარლამენტის 88 დეპუტატის სახელით წარდგენილი სარჩელის ავტორები ამტკიცებენ, რომ ხუთი ოპოზიციური პარტიის მოქმედებები ცალკეული პოლიტიკური განცხადებებისა და პროტესტის ფარგლებს სცდება და ერთობლიობაში კონსტიტუციური წესრიგისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, მათ შორის არჩილ გორდულაძისა და გიორგი კახიანის განმარტებით, დავის საგანი არ არის მხოლოდ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება ან საპარლამენტო ბოიკოტი. მათი მტკიცებით, საქმე ეხება განგრძობად ქმედებებს, რომლებიც ძალადობისკენ მოწოდებებსა და კონკრეტულ ძალადობრივ ფაქტებსაც მოიცავს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საკითხს, რამდენად შეიძლება ოთხ სხვა ოპოზიციურ პარტიას შეერაცხოს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, 2004-2012 წლებში, მომხდარი ფაქტები.

მოსამართლე ევა გოცირიძის შეკითხვაზე, უნდა დაეკისროს თუ არა სხვა პარტიებს პასუხისმგებლობა იმ ქმედებებისთვის, რომლებიც მათ გაერთიანებამდე მოხდა, არჩილ გორდულაძემ უპასუხა, რომ პარტიები ამჟამად ერთიან ორგანიზმად მოქმედებენ და ერთმანეთის წარსულ საქმიანობასაც უნდა გაემიჯნონ.

მოსარჩელე მხარემ არგუმენტად მოიყვანა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული მოვლენები, ევროპის საბჭოს 1633-ე რეზოლუციის მხარდაჭერა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნა, ასევე ჩორჩანას საგუშაგოს საკითხი, რომელიც გიორგი გახარიას უკავშირდება.

გორდულაძის შეფასებით, ჩორჩანას ეპიზოდში მიღებული გადაწყვეტილების შედეგად სახელმწიფომ დაახლოებით ერთი მილიონი კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა დაკარგა. ამ საკითხზე მან პასუხისმგებლობა გიორგი გახარიასა და მის პოლიტიკურ გუნდსაც დაუკავშირა.

მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს ალეკო ელისაშვილის საკითხზე და განაცხადეს, რომ „ლელოს“ მხრიდან მასთან პოლიტიკური გამიჯვნის შესახებ გაკეთებული განცხადებები დამაჯერებელი არ არის, რადგან ელისაშვილი 2024 წლის საარჩევნო სიაში პარტიის სახელით იყო წარდგენილი.

მოპასუხე მხარის წარმომადგენლები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ მოსარჩელე კონკრეტული სამართლებრივი მტკიცებულებების ნაცვლად პოლიტიკური შეფასებებით ცდილობს პარტიების აკრძალვის მოთხოვნის დასაბუთებას.

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივნის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, მოსარჩელე მხარე ოპოზიციას იმ ქმედებებს აბრალებს, რომლებსაც თავად სჩადიოდა. მისი შეფასებით, მიმდინარე პროცესის მიზანი არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, არამედ იმ ამომრჩევლის პოლიტიკური არჩევანის დისკრედიტაციაცაა, რომელმაც ამ პარტიებს მხარი დაუჭირა.

გეგელიას თქმით, საქმეში წარმოდგენილი მასალების ნაწილი არარელევანტურია და ოპოზიციამ მათი გამოკვლევა მოითხოვა, თუმცა სასამართლომ შესაბამისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ოპოზიციის წარმომადგენლები ასევე მიუთითებენ, რომ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, არჩევნების შედეგების არაღიარება და ხელისუფლების კრიტიკა თავისთავად არ შეიძლება არაკონსტიტუციურ საქმიანობად შეფასდეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ხელისუფლება პოლიტიკური საქმიანობისთვის სივრცეს თანდათან ზღუდავს და საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი ქვეყანაში ავტოკრატიული მმართველობის გაფორმებას ემსახურება.

განხილვისას მოსამართლეების შეკითხვები შეეხებოდა არა მხოლოდ სარჩელში წარმოდგენილ ფაქტებს, არამედ იმ სამართლებრივ სტანდარტსაც, რომლითაც პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საკითხი უნდა გადაწყდეს.

მოსამართლე ევა გოცირიძემ მოსარჩელე მხარეს ჰკითხა, ხომ არ არის მათ მიერ წარმოდგენილი არაკონსტიტუციურობის სტანდარტი ზედმეტად დაბალი, მით უმეტეს, რომ სარჩელში სხვა პოლიტიკური პარტიებიც არიან ნახსენები, რომელთა საქმიანობაც, მოსარჩელის შეფასებით, შესაძლოა არაკონსტიტუციური იყოს. გოცირიძის შეფასებით, ხუთი პარტიის ერთდროულად აკრძალვის მოთხოვნა და კიდევ რამდენიმე პოლიტიკური ძალის შესაძლო არაკონსტიტუციურობაზე მითითება პოლიტიკური პლურალიზმის უზრუნველყოფის საკითხსაც აყენებს.

მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა თორნიკე ჭეიშვილმა პასუხად განაცხადა, რომ ისინი ხელმძღვანელობენ იმ სტანდარტით, რომელიც კონკრეტული პარტიის მხრიდან კონსტიტუციური წესრიგისთვის შექმნილ საფრთხეს, მის ინტენსივობასა და რისკებს ითვალისწინებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ამომრჩევლის პოლიტიკური უფლებებია. არჩილ გორდულაძისა და გიორგი კახიანის განცხადებით, პოლიტიკური პარტიის აკრძალვა ავტომატურად არ ნიშნავს მისი ამომრჩევლების საარჩევნო უფლებების შეზღუდვას, რადგან მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისა და პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა რჩებათ.

პროცესის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული ეპიზოდი ნიკა გვარამიასა და არჩილ გორდულაძეს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას მოჰყვა. კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც გორდულაძემ მურთაზ ზოდელავა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ პირად მოიხსენია. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა განაცხადა, რომ პირადი მეგობრობა და კურსელობა პოლიტიკური კუთვნილების მტკიცებულება არ არის.

სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. გადაწყვეტილება მწვავედ გააკრიტიკა მაია კოპალეიშვილმა. მან თავმჯდომარეს მიმართა, რომ გვარამიას გაძევება მიზანმიმართული ქმედება იყო და სასამართლო, მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ დავალებით მოქმედებდა.

კოპალეიშვილის განცხადებებს ნადარაიას მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა და ისიც დარბაზიდან გააძევეს. მოგვიანებით „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლებმა ორივე პირის პროცესზე დაბრუნების შუამდგომლობა დააყენეს. სასამართლომ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა: ნიკა გვარამიას სხდომაზე დაბრუნების უფლება მისცა, მაია კოპალეიშვილის დაშვებაზე კი უარი თქვა.

ნადარაიას განმარტებით, გვარამიას დაბრუნების გადაწყვეტილება იმით იყო განპირობებული, რომ ის პარტიის თავმჯდომარეა და მისი მონაწილეობა საქმის სრულფასოვანი განხილვისთვის მნიშვნელოვანია. კოპალეიშვილის შემთხვევაში კი თავმჯდომარემ მიუთითა, რომ მან წესრიგის დარღვევასთან ერთად სასამართლოს მძიმე შეურაცხყოფაც მიაყენა.

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. საქმეს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი განიხილავს. სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი აწერს ხელს. მოსარჩელე მხარე ითხოვს შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობას:

  • „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“;
  • „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“;
  • „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“;
  • „ფედერალისტური პარტია“;
  • „გახარია საქართველოსთვის“.

სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა. სასამართლო ამ ეტაპზე მხარეთა შეკითხვების რეჟიმში მუშაობს. 12 ნოემბერს შეკითხვებს მოპასუხე მხარის წარმომადგენლები უპასუხებენ, სხდომა კი 13 ნოემბერსაც არის დაგეგმილი. სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, კითხვა-პასუხის ეტაპი, სავარაუდოდ, მომდევნო კვირის სამშაბათამდე გაგრძელდება.

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 11, 2026
_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე კითხვა-პასუხის ეტაპი გრძელდება

აჭარა თაიმსი ნოემბერი 10, 2026
shuqi, eleqtroenergia_AJARATIMES.GE (2)
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 10, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე მხარეები პოზიციებს იცავენ sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე მხარეები პოზიციებს იცავენ

ნოემბერი 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 11, 2026
აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 11, 2026
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე კითხვა-პასუხის ეტაპი გრძელდება _AJARATIMES.GE
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე კითხვა-პასუხის ეტაპი გრძელდება

ნოემბერი 10, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, eleqtroenergia_AJARATIMES.GE (2)
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 10, 2026
ქობულეთში გაზის აფეთქების შედეგად დედა-შვილი დაშავდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში გაზის აფეთქების შედეგად დედა-შვილი დაშავდა

ნოემბერი 10, 2026
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე მხარეები პოზიციებს იცავენ sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე მხარეები პოზიციებს იცავენ

ნოემბერი 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 11, 2026
აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 11, 2026
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე კითხვა-პასუხის ეტაპი გრძელდება _AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე კითხვა-პასუხის ეტაპი გრძელდება

ნოემბერი 10, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, eleqtroenergia_AJARATIMES.GE (2) 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 10, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.