საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 700 აშშ დოლარის სანაცვლოდ მოქალაქეს ყალბი ქართული მართვის მოწმობა მიჰყიდა. უწყების ცნობით, დანაშაულში შესაძლო სხვა პირების დადგენისა და მხილების მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე მიმდინარეობს, რაც სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


