
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ისრაელის მოქალაქე, 35 წლის სიმონ ლევიევი დააკავეს, რომელიც „ტინდერის თაღლითის“ სახელით არის ცნობილი.
ისრაელის მედია Jerusalem Post-ი წერს, რომ მისი დაკავების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ლევიევი ინტერპოლის მიერ იძებნებოდა.
ლევიევი საერთაშორისო მასშტაბით გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც Netflix-ის დოკუმენტურმა ფილმმა „Tinder Swindler“ მისი საქმიანობა ფართო აუდიტორიას გააცნო. ფილმის თანახმად, ის წლების განმავლობაში თავს ბრილიანტის საბადოების მფლობელის მემკვიდრედ ასაღებდა და გაცნობის პლატფორმა Tinder-ის საშუალებით ქალებს სხვადასხვა ხრიკით ატყუებდა.