
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 30 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან 2 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე – აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლოა გამოიწვიოს საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში – მეწყრულ-ღვარცოფოვანი პროცესების გააქტიურება. საფრთხის დონე შეფასებულია, როგორც საშუალო.