სოჩა–ბათუმის რეისი ამ წუთებში ვერ ახერხებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებას.
თვითმფრინავი ქალაქის თავზე მანევრირებს. პრობლემა სავარაუდოდ, ამინდის პირობებს უკავშირდება — ბათუმში წვიმა და ნისლია, რაც ხილვადობას ამცირებს და დაშვების პროცესს ართულებს.
ამ ეტაპზე უცნობია, შეცვლის თუ არა პილოტი მარშრუტს და მიმართავს ალტერნატიულ აეროპორტს.



