Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით სამი პირი დავაკავეთ – სუსი

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 13, 2025
dakaveba_AJARATIMES.GE

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულები „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენიან წევრებთან თანამშრომლობდნენ და საქართველოში მათი არალეგალური შემოყვანის ორგანიზებას ცდილობდნენ. გამოძიების ვერსიით, ისინი ISIS-ის ლიდერების მითითებით რადიკალურ ისლამისტურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული ჯგუფის – ე.წ. თექბირისტების ჯამაათის – წევრები იყვნენ და ქვეყანაში ტერორისტული პლაცდარმის შექმნას გეგმავდნენ.

„დაკავებულები ცდილობდნენ, უზრუნველეყოთ უცხოელი ტერორისტების არალეგალური შემოსვლა, მათი დაფინანსება, დაბინავება და ტრანზიტული გადაადგილება საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, გამოძიებით დადგინდა, რომ ჯგუფის წევრები გამოირჩეოდნენ აგრესიით სხვა რელიგიის მიმდევრების მიმართ და გეგმავდნენ კონკრეტულ ტერორისტულ აქტივობებს“, – განაცხადეს სუს-ში.

უწყების ინფორმაციით, კონტრ-ტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული სპეციალური ღონისძიება ერთდროულად ხუთ სხვადასხვა ადგილას განხორციელდა. შედეგად, ამოღებულია ტერორისტული სიმბოლიკის მქონე ნივთები, ასაფეთებელი მასალები, დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღები, სამხედრო აღჭურვილობა, მობილური ტელეფონები და სხვადასხვა ვალუტის ფულადი თანხა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 328-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Post navigation

Previous: ბათუმში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს 
Next: წლის პირველ ნახევარში 25 მლნ ლარი გავიდა ქვეყნიდან იმის გამო, რომ ჰესებს არ ვაშენებთ – ნოდარ სირბილაძე

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

batumis tazari_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

პატრიარქის წირვისთვის LED ეკრანის მომსახურება ბათუმის მუსიკალურმა ცენტრმა 6 200 ლარად შეიძინა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 22, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

აჭარა თაიმსი სექტემბერი 21, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 20, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

რატომ ვერ გაამართლა ტურისტულმა სეზონმა ქობულეთში – ადგილობრივი ბიზნესი მიზეზებსა და პრობლემებზე საუბრობს qobuleti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

რატომ ვერ გაამართლა ტურისტულმა სეზონმა ქობულეთში – ადგილობრივი ბიზნესი მიზეზებსა და პრობლემებზე საუბრობს

სექტემბერი 23, 2026
პატრიარქის წირვისთვის LED ეკრანის მომსახურება ბათუმის მუსიკალურმა ცენტრმა 6 200 ლარად შეიძინა batumis tazari_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

პატრიარქის წირვისთვის LED ეკრანის მომსახურება ბათუმის მუსიკალურმა ცენტრმა 6 200 ლარად შეიძინა

სექტემბერი 22, 2026
ბათუმი-ქობულეთის მარშრუტზე ტარიფის გაზრდის შემდეგ, ქობულეთში მუნიციპალური მიკროავტობუსებით მგზავრობაც გაძვირდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ბათუმი-ქობულეთის მარშრუტზე ტარიფის გაზრდის შემდეგ, ქობულეთში მუნიციპალური მიკროავტობუსებით მგზავრობაც გაძვირდა

სექტემბერი 22, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 22, 2026
ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე კობახიძისა და ივანიშვილის დაკითხვას ითხოვენ nugzar futkaradze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე კობახიძისა და ივანიშვილის დაკითხვას ითხოვენ

სექტემბერი 22, 2026
ორი პარტიის ერთი სალარო – „ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI qartuli ocneba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ორი პარტიის ერთი სალარო – „ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

სექტემბერი 22, 2026
რატომ ვერ გაამართლა ტურისტულმა სეზონმა ქობულეთში – ადგილობრივი ბიზნესი მიზეზებსა და პრობლემებზე საუბრობს qobuleti_AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

რატომ ვერ გაამართლა ტურისტულმა სეზონმა ქობულეთში – ადგილობრივი ბიზნესი მიზეზებსა და პრობლემებზე საუბრობს

სექტემბერი 23, 2026
პატრიარქის წირვისთვის LED ეკრანის მომსახურება ბათუმის მუსიკალურმა ცენტრმა 6 200 ლარად შეიძინა batumis tazari_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

პატრიარქის წირვისთვის LED ეკრანის მომსახურება ბათუმის მუსიკალურმა ცენტრმა 6 200 ლარად შეიძინა

სექტემბერი 22, 2026
ბათუმი-ქობულეთის მარშრუტზე ტარიფის გაზრდის შემდეგ, ქობულეთში მუნიციპალური მიკროავტობუსებით მგზავრობაც გაძვირდა _AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

ბათუმი-ქობულეთის მარშრუტზე ტარიფის გაზრდის შემდეგ, ქობულეთში მუნიციპალური მიკროავტობუსებით მგზავრობაც გაძვირდა

სექტემბერი 22, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 22, 2026
ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე კობახიძისა და ივანიშვილის დაკითხვას ითხოვენ nugzar futkaradze_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე კობახიძისა და ივანიშვილის დაკითხვას ითხოვენ

სექტემბერი 22, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.