Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

აჭარა თაიმსი ნოემბერი 12, 2025
giorgi gaxaria_AJARATIMES.GE

„ქართული ოცნების“ პროკურატურამ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საქმე ეხება საზოგადოებისთვის ცნობილ 2019 წლის 20–21 ივნისის („გავრილოვის ღამე“) და ჩორჩანას ეპიზოდებს.

გამოძიების ინფორმაციით, გახარია ბრალდება ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებაში, ასევე სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.

პროკურატურის განცხადებით, 2019 წლის 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დემონსტრაცია ძალადობრივ ფორმას იღებდა, რის შემდეგაც მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, სამართალდამცველებს კანონმდებლობის დარღვევით დაავალა სპეციალური საშუალებების – მათ შორის რეზინის ტყვიების – ერთობლივად და გაფრთხილების გარეშე გამოყენება. შედეგად, ათეულობით მოქალაქე დაშავდა, ორმა მოქალაქემ თვალი დაკარგა, ხოლო ხუთმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო.

ბრალდების მეორე ეპიზოდი შეეხება 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის ფაქტს. პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი გახარიამ ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო – პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციის გარეშე.

გამოძიების შეფასებით, აღნიშნული ქმედებამ დაძაბულობა გაზარდა საოკუპაციო ხაზთან და საფრთხე შეუქმნა ქვეყნის უსაფრთხოებას. საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ მოექცა დაახლოებით ასი ჰექტარი ტერიტორია, მათ შორის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების – ყობისა და წნელისის – მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები.

გიორგი გახარიას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება) და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება), რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა სასამართლოს გახარიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
Next: მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 19, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 18, 2026
zroxa,gori,katami_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის რაოდენობა შემცირდა – საქსტატი

აჭარა თაიმსი ნოემბერი 18, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 19, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 18, 2026
საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის რაოდენობა შემცირდა – საქსტატი zroxa,gori,katami_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის რაოდენობა შემცირდა – საქსტატი

ნოემბერი 18, 2026
ავტომობილების ხმაურის დასაშვები ზღვარი 100 დეციბალამდე გაიზარდა – დარღვევაზე ჯარიმა 300 ლარამდეა gamonabolqvi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ავტომობილების ხმაურის დასაშვები ზღვარი 100 დეციბალამდე გაიზარდა – დარღვევაზე ჯარიმა 300 ლარამდეა

ნოემბერი 18, 2026
ბათუმში ბინიდან 38 580 ევრო-დოლარი და ძვირფასეულობა მოიპარეს – დაკავებულია ერთი პირი dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ბინიდან 38 580 ევრო-დოლარი და ძვირფასეულობა მოიპარეს – დაკავებულია ერთი პირი

ნოემბერი 18, 2026
მოუვლელი საზოგადოებრივი ტუალეტები ქობულეთში – მოქალაქეების პრეტენზიები და უპასუხო კითხვები tualeti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

მოუვლელი საზოგადოებრივი ტუალეტები ქობულეთში – მოქალაქეების პრეტენზიები და უპასუხო კითხვები

ნოემბერი 17, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 19, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 18, 2026
საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის რაოდენობა შემცირდა – საქსტატი zroxa,gori,katami_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის რაოდენობა შემცირდა – საქსტატი

ნოემბერი 18, 2026
ავტომობილების ხმაურის დასაშვები ზღვარი 100 დეციბალამდე გაიზარდა – დარღვევაზე ჯარიმა 300 ლარამდეა gamonabolqvi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

ავტომობილების ხმაურის დასაშვები ზღვარი 100 დეციბალამდე გაიზარდა – დარღვევაზე ჯარიმა 300 ლარამდეა

ნოემბერი 18, 2026
ბათუმში ბინიდან 38 580 ევრო-დოლარი და ძვირფასეულობა მოიპარეს – დაკავებულია ერთი პირი dakaveba_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში ბინიდან 38 580 ევრო-დოლარი და ძვირფასეულობა მოიპარეს – დაკავებულია ერთი პირი

ნოემბერი 18, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.