Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

მღვდლის მეუღლე ქობულეთის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორად დაინიშნა

სულხან მესხიძე იანვარი 14, 2026
irma megrelidze_AJARATIMES.GE

აიპ „ქობულეთის საბავშვო ბაღების გაერთიანებას“ ახალი დირექტორი ჰყავს. გუშინ, გვიან ღამით ცნობილი გახდა, რომ დაწესებულების ხელმძღვანელად ირმა მეგრელიძე დაინიშნა. იგი მანამდე ქობულეთის კოლეჯ „ახალი ტალღა“-ს დირექტორის პოზიციას იკავებდა.

„აჭარა თაიმსის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, ირმა მეგრელიძის დანიშვნის პროცესში იყვნენ ჩართული საპატრიარქო და ადგილობრივი ეპარქია. როგორც ცნობილია, ირმა მეგრელიძის მეუღლე სასულიერო პირია და ქობულეთის ერთ-ერთ ტაძარში მსახურობს.

ქობულეთის მერს რამდენიმე დღის წინ „აჭარა თაიმსმა“ პირდაპირ მიაწოდა ინფორმაცია, რომ საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის პოზიციაზე ირმა მეგრელიძის დანიშვნა იგეგმებოდა, თუმცა ირაკლი ცეცხლაძემ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა და კატეგორიულად უარყო. დღეს კი, მას შემდეგ რაც ჩვენს მიერ დასახელებული პირი ოფიციალურად წარადგინეს აღნიშნულ თანამდებობაზე, ქობულეთის მერიამ გადაწყვეტილება მეგრელიძის კვალიფიკაციითა და პროფესიული გამოცდილებით ახსნა.

ცნობისთვის, ახალი დირექტორის დანიშვნას წინ უძღოდა ქობულეთის საბავშვო ბაღების გაერთიანების ყოფილი ხელმძღვანელის, ია ხალვაშის, თანამდებობიდან გათავისუფლება. მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ „აჭარა თაიმსი“ რამდენიმე დღის წინ წერდა, რაც მოგვიანებით დადასტურდა.

ია ხალვაშის საქმიანობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მწვავე დისკუსია მიმდინარეობდა. მოქალაქეების ნაწილი რეალური პროფილებიდან წერდა შესაძლო კორუფციულ პრაქტიკებზე, მათ შორის – ბაღებში დასაქმებისა და ბავშვების მიღების სანაცვლოდ თანხის მოთხოვნაზე. ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება თუ ცილისწამებას წარმოადგენს, ამ ეტაპზე დაუდგენელია.

ქობულეთის მერიას სოციალურ ქსელში გავრცელებულ ბრალდებებზე საჯარო რეაგირება არ მოუხდენია. უწყებაში „აჭარა თაიმსს“ განუცხადეს, რომ მსგავსი კომენტარების შეფასება მათი კომპეტენცია არ არის.

Post navigation

Previous: „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა – ია ხალვაში გაათავისუფლეს
Next: სამთავრობო პროპაგანდისტული „იმედი“ ხულოს მერიის დაფინანსებულ ინფორმაციებს სარედაქციო მასალად გაასაღებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში, დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

აჭარა თაიმსი ივნისი 6, 2026
qobuletis shemovliti gza_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ცნობილია როდის აღდგება მოძრაობა ქობულეთის შემოვლით გზაზე

აჭარა თაიმსი მაისი 25, 2026
usinatlota kavshiri_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

როგორ ჩაიარა უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის თავმჯდომარის არჩევნებმა

აჭარა თაიმსი მაისი 14, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა

ივნისი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 12, 2026
სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება _AJARATIMES.GE
  • საქართველო

სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება

ივნისი 12, 2026
ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“ dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“

ივნისი 12, 2026
სროლა ბათუმის ბულვარში – ორი პირი მსუბუქად დაშავდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სროლა ბათუმის ბულვარში – ორი პირი მსუბუქად დაშავდა

ივნისი 12, 2026
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

ივნისი 11, 2026
„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა

ივნისი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 12, 2026
სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება _AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება

ივნისი 12, 2026
ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“ dakaveba_ajaratimes.ge 4
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“

ივნისი 12, 2026
სროლა ბათუმის ბულვარში – ორი პირი მსუბუქად დაშავდა _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

სროლა ბათუმის ბულვარში – ორი პირი მსუბუქად დაშავდა

ივნისი 12, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.