Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

TI: „ქართული ოცნების“ 41 დეპუტატს აქვს კავშირი ბიზნესთან – მათ კომპანიებს სახელმწიფოსგან 473 მლნ ლარზე მეტი აქვთ მიღებული

აჭარა თაიმსი იანვარი 21, 2026
fuli_AJARATIMES.GE

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქვეყნებს კვლევას, რომელიც „ქართული ოცნების“ მოქმედი დეპუტატების ბიზნესკავშირებს, სახელმწიფო შესყიდვებში მათთან დაკავშირებული კომპანიების მონაწილეობასა და პარტიულ შემოწირულობებს ეხება.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 87 დეპუტატიდან 41-ს აქვს კავშირი ბიზნესთან, თუმცა მათგან მხოლოდ 17 უთითებს ბიზნესიდან მიღებულ შემოსავალს ქონებრივ დეკლარაციაში. ბოლო წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით, მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი ბიზნესიდან მიღებული აქვთ რამდენიმე დეპუტატს, მათ შორის ანტონ ობოლაშვილს, შოთა ბერეკაშვილს, გიორგი ჭყონიას, ზაალ დუგლაძესა და გიორგი ბარვენაშვილს. ყველაზე მეტ კომპანიაში – 21-ში, წილი აქვს ვასილ ჩიგოგიძეს.

კვლევის თანახმად, დეპუტატებთან დაკავშირებულ 7 კომპანიას მოგებული აქვს 271 სახელმწიფო ტენდერი, რომლის საერთო ღირებულება 465 900 569 ლარს შეადგენს. ამასთან, 13 კომპანიამ, რომლებშიც დეპუტატები ფლობენ წილს, 301 გამარტივებული შესყიდვის ფარგლებში სახელმწიფოსგან 7 736 986 ლარი მიიღო. მონაცემები მოიცავს პერიოდს 2015 წლიდან 2025 წლის 24 ოქტომბრამდე.

TI ყურადღებას ამახვილებს პოლიტიკურ შემოწირულობებზეც. ორგანიზაციის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მე-11 მოწვევის პარლამენტის მოქმედ დეპუტატებს 2012 წლიდან პოლიტიკური პარტიებისთვის საერთო ჯამში შეწირული აქვთ 2 738 586 ლარი. აქედან 2 633 086 ლარი „ქართულ ოცნებას“ და მის საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს გადაეცა, 66 500 ლარი – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო 39 000 ლარი – პარტია „ხალხის ძალას“.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ორმა დეპუტატმა 2012 წელს მაშინდელ მმართველ პარტიას – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – შესწირა თანხა, ხოლო „ხალხის ძალას“ დონაცია ორმა მოქმედმა დეპუტატმა განახორციელა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო აცხადებს, რომ კვლევა სრულად ეფუძნება საჯარო წყაროებს და მოიცავს იმ 87 დეპუტატის მონაცემებს, რომლებიც 2025 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით მონაწილეობდნენ საპარლამენტო საქმიანობაში. ორგანიზაციის განმარტებით, კვლევის მიზანია პარლამენტის წევრების ბიზნესინტერესებსა და სახელმწიფო რესურსებზე წვდომას შორის არსებული კავშირების ანალიზი.

Post navigation

Previous: ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს
Next: ბათუმის მერიაში საკადრო ცვლილებებია – მუნიციპალურ ორგანიზაციებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავთ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ივნისი 24, 2026
mikheil saakashvili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს

აჭარა თაიმსი ივნისი 23, 2026
mezgvaurebi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მეზღვაურებისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რამდენიმე მომსახურება დროებით უფასო იქნება

აჭარა თაიმსი ივნისი 23, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა cixe_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა

ივნისი 24, 2026
თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო

ივნისი 24, 2026
53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ივნისი 24, 2026
„დინამო ბათუმმა“ „დინამოების დერბი“ დათმო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „დინამოების დერბი“ დათმო

ივნისი 24, 2026
უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს mikheil saakashvili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს

ივნისი 23, 2026
მეზღვაურებისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რამდენიმე მომსახურება დროებით უფასო იქნება mezgvaurebi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მეზღვაურებისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რამდენიმე მომსახურება დროებით უფასო იქნება

ივნისი 23, 2026
თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა cixe_AJARATIMES.GE 1
  • უცხოეთი

თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა

ივნისი 24, 2026
თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო

ივნისი 24, 2026
53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ივნისი 24, 2026
„დინამო ბათუმმა“ „დინამოების დერბი“ დათმო _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „დინამოების დერბი“ დათმო

ივნისი 24, 2026
უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს mikheil saakashvili_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს

ივნისი 23, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.