Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • საქართველო

თამბაქოს კონტროლის ალიანსი სიგარეტის შეძენის ასაკის 21 წლამდე გაზრდას მოითხოვს

აჭარა თაიმსი იანვარი 21, 2026
tambaqo_AJARATIMES.GE

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ თამბაქოს მოხმარების შემცირების კუთხით გარკვეულ პროგრესს მიაღწია, არსებული ვითარება კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება. 2025 წლის თამბაქოს მოხმარების გლობალური ზრდასრულთა კვლევის თანახმად, ბოლო ათწლეულში თამბაქოს მოხმარება 33%-დან 24%-მდე შემცირდა, თუმცა ეს მაჩვენებელი კვლავ მნიშვნელოვნად აღემატება ევროპულ საშუალო დონეს.

ალიანსის შეფასებით, განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს ბოლო სამი წლის განმავლობაში ელექტრონული სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს მოხმარების მკვეთრი ზრდა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ეს ტენდენცია ეწინააღმდეგება საქართველოს სტრატეგიულ მიზანს – 2040 წლისთვის გახდეს „თამბაქოსგან თავისუფალი ქვეყანა“, რაც მოსახლეობაში თამბაქოსა და ნიკოტინის ყველა ფორმის მოხმარების 5%-ზე ქვემოთ დაყვანას გულისხმობს.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ თამბაქოსგან მიყენებული ზიანი ათჯერ აღემატება ინდუსტრიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილ გადასახადებს და სერიოზულ ფინანსურ და დემოგრაფიულ ტვირთს ქმნის. ამ ფონზე, „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ ხელისუფლებას სთავაზობს კონკრეტულ ნაბიჯებს, მათ შორის: ყველა სახის თამბაქოს ნაწარმისა და ნედლეულის თანაბარ დაბეგვრას, თამბაქოს უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის ოქმთან შეერთებას, არომატების აკრძალვას, თამბაქოს შეძენის ასაკის 21 წლამდე გაზრდას და მოწევის სრულ აკრძალვას კაზინოებსა და თეატრების სცენებზე.

ასევე, ორგანიზაცია მოითხოვს დახურულ სივრცეებში მოწევის წესების დარღვევაზე ჯარიმების ზრდას, სკოლებსა და ბაღებთან ახლოს რეალიზაციაზე კონტროლის გამკაცრებას, თამბაქოს ინდუსტრიასთან ურთიერთობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და თამბაქოს კონტროლის პროგრამების დაფინანსების აღდგენას.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ინფორმაციით, 2025 წლის კვლევის მიხედვით, აღნიშნულ ცვლილებებს მოსახლეობის 75% უჭერს მხარს. ორგანიზაციის შეფასებით, ეს წარმოადგენს მკაფიო საზოგადოებრივ დაკვეთას და ხელისუფლების რეალური ნება მომავალ თაობებზე ზრუნვისთვის სწორედ ქმედითი ნაბიჯების გადადგმაში უნდა აისახოს.

Post navigation

Previous: ინტენსიურმა თოვამ მაღალმთიან აჭარაში გადაადგილება გაართულა
Next: ქართული კომპანიების – Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლომ სქესის მიხედვით განსხვავებული საპენსიო ასაკის საკითხზე სარჩელი არ დააკმაყოფილა

აჭარა თაიმსი აპრილი 30, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი აპრილი 30, 2026
sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მოქმედი წესის ნაწილი არაკონსტიტუციურად ცნო

აჭარა თაიმსი აპრილი 30, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

საკონსტიტუციო სასამართლომ სქესის მიხედვით განსხვავებული საპენსიო ასაკის საკითხზე სარჩელი არ დააკმაყოფილა sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლომ სქესის მიხედვით განსხვავებული საპენსიო ასაკის საკითხზე სარჩელი არ დააკმაყოფილა

აპრილი 30, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აპრილი 30, 2026
ქობულეთში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს, ბიზნესოპერატორს საქმიანობა შეუჩერდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს, ბიზნესოპერატორს საქმიანობა შეუჩერდა

აპრილი 30, 2026
სარფსა და ბათუმის პორტში საბრძოლო ვაზნებისა და ხელყუმბარების შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სარფსა და ბათუმის პორტში საბრძოლო ვაზნებისა და ხელყუმბარების შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა

აპრილი 30, 2026
საკონსტიტუციო სასამართლომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მოქმედი წესის ნაწილი არაკონსტიტუციურად ცნო sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მოქმედი წესის ნაწილი არაკონსტიტუციურად ცნო

აპრილი 30, 2026
„ფკ ბათუმი“ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„ფკ ბათუმი“ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა

აპრილი 30, 2026
საკონსტიტუციო სასამართლომ სქესის მიხედვით განსხვავებული საპენსიო ასაკის საკითხზე სარჩელი არ დააკმაყოფილა sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლომ სქესის მიხედვით განსხვავებული საპენსიო ასაკის საკითხზე სარჩელი არ დააკმაყოფილა

აპრილი 30, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აპრილი 30, 2026
ქობულეთში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს, ბიზნესოპერატორს საქმიანობა შეუჩერდა _AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

ქობულეთში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს, ბიზნესოპერატორს საქმიანობა შეუჩერდა

აპრილი 30, 2026
სარფსა და ბათუმის პორტში საბრძოლო ვაზნებისა და ხელყუმბარების შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა policia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

სარფსა და ბათუმის პორტში საბრძოლო ვაზნებისა და ხელყუმბარების შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა

აპრილი 30, 2026
საკონსტიტუციო სასამართლომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მოქმედი წესის ნაწილი არაკონსტიტუციურად ცნო sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მოქმედი წესის ნაწილი არაკონსტიტუციურად ცნო

აპრილი 30, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.