Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმში „მსხვილ ინვესტორად“ წარმოდგენილი პირი სინამდვილეში 364 მილიონი დოლარის ნარკოტრაფიკის საქმეზე ძებნილი პირია – „აი, ფაქტის“ გამოძიება

აჭარა თაიმსი იანვარი 22, 2026
_AJARATIMES.GE

ჟურნალისტურმა გამოძიებამ, რომელიც პლატფორმა „აი ფაქტმა“ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მოამზადა (OCCRP, The Reporter, Voice of Democracy, Rappler), აჩვენა, რომ ბათუმში მსხვილ უცხოელ ინვესტორად წარდგენილი თომას შუ სინამდვილეში ტაივანში დაბადებული და საკუთარ ქვეყანაში ძებნილი ნარკოდამნაშავეა.

გამოძიების მიხედვით, თომას შუ, რომლის ნამდვილი სახელი მინგ ჩინ ჰსუა, ტაივანი 2014 წელს დატოვა მას შემდეგ, რაც სასამართლომ მეტამფეტამინის დამზადებისთვის დამნაშავედ ცნო. მოგვიანებით მან ფილიპინებისა და კამბოჯის მოქალაქეობა მიიღო და იდენტობაც შეიცვალა. სამი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებები მას 2016 წელს 364 მილიონი დოლარის ღირებულების ნარკოტიკების გადაზიდვის დაფინანსებაში ეჭვმიტანილად მიიჩნევენ, რაც აზიის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ნარკოსინდიკატს – „Sam Gor“-ს უკავშირდება. ოფიციალური ბრალი ამ ეპიზოდზე შუსთვის არ წარდგენილა.

„აი, ფაქტის“ გამოძიება აღწერს, როგორ გამოჩნდა შუ საქართველოში 2021 წელს, როგორც კამბოჯური უძრავი ქონების დეველოპერული ჯგუფის – „Lixin Group“-ის წარმომადგენელი. ამ სტატუსით ის მონაწილეობდა მაღალი დონის ღონისძიებებში, გახდა ბათუმის „დინამოს“ სპონსორი და კლუბის საპატიო პრეზიდენტიც. იმ პერიოდში ქართულ მედიაში იგი პოზიციონირდებოდა როგორც ინვესტორი, რომელიც ბათუმში მილიარდლარიანი პროექტების განხორციელებას გეგმავდა.

გამოძიება ასევე ეხება „Halcyon Towers“-ის პროექტს, რომელიც ბათუმში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებდა. პროექტის დაანონსებიდან ოთხი წლის შემდეგ მშენებლობა არ დაწყებულა, ხოლო არქიტექტურული ვიზუალიზაციები, როგორც ჟურნალისტებმა დაადგინეს, მნიშვნელოვნად ჰგავს მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორის, ზაჰა ჰადიდის მიერ ჩინეთისთვის შექმნილ დიზაინს.

მასალის თანახმად, მოგვიანებით შუმ საქართველოში არსებული აქტივები ეტაპობრივად გადააფორმა ოჯახის წევრებზე და მისი სახელი ქართული კომპანიების დოკუმენტებიდან გაქრა. პარალელურად, „Lixin Group“-მა უარყო მისი კავშირი კომპანიასთან და მას შემდეგ შუს შესახებ ინფორმაცია ჯგუფის ოფიციალური პლატფორმებიდან წაიშალა.

„აი, ფაქტის“ გამოძიება ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) ანგარიშში აღწერილი „Business Group 2“, რომელიც ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ქსელად არის მოხსენიებული, წყაროების თქმით, სწორედ „Lixin Group“-ს უკავშირდება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ ჯგუფის ინტერესებში საქართველოც, მათ შორის ბათუმიც, მოიაზრება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, ეს შემთხვევა აჩვენებს საქართველოში უცხოური კაპიტალის შემოწმებისა და ინსტიტუციური ზედამხედველობის სისუსტეს. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, მსგავსი პროექტები აჩენს კითხვებს, ვინ და რა ინტერესებით დგას „მსხვილი ინვესტორების“ უკან და რამდენად დაცულია ადგილობრივი მოსახლეობისა და ქალაქის განვითარების ინტერესები.

Post navigation

Previous: ბათუმში მიკროავტობუსების მარშრუტები იცვლება – უქმდება N24, N30, N32 და N36, ემატება ახალი N35
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

batumi,qalaqis xedi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი: პრიორიტეტები და ხარჯები

აჭარა თაიმსი ნოემბერი 20, 2026
maia xajishvili_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარის განათლების სამინისტრომ გამარჯვებულად გამოავლინა კომპანია, რომლის შეთავაზებაც სატენდერო მოთხოვნას არ ემთხვეოდა

აჭარა თაიმსი ნოემბერი 19, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„შემიწყვიტეს შრომითი ხელშეკრულება“ – დავით ტრაპაიძე „რადიო აჭარას“ ტოვებს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 19, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi.eleqtroenergia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 20, 2026
ბათუმის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი: პრიორიტეტები და ხარჯები batumi,qalaqis xedi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი: პრიორიტეტები და ხარჯები

ნოემბერი 20, 2026
აჭარის განათლების სამინისტრომ გამარჯვებულად გამოავლინა კომპანია, რომლის შეთავაზებაც სატენდერო მოთხოვნას არ ემთხვეოდა maia xajishvili_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარის განათლების სამინისტრომ გამარჯვებულად გამოავლინა კომპანია, რომლის შეთავაზებაც სატენდერო მოთხოვნას არ ემთხვეოდა

ნოემბერი 19, 2026
5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში – მხარეებს შორის დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები sakonstitucio_AJARATIMES.GE
  • საქართველო

5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში – მხარეებს შორის დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები

ნოემბერი 19, 2026
„შემიწყვიტეს შრომითი ხელშეკრულება“ – დავით ტრაპაიძე „რადიო აჭარას“ ტოვებს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„შემიწყვიტეს შრომითი ხელშეკრულება“ – დავით ტრაპაიძე „რადიო აჭარას“ ტოვებს

ნოემბერი 19, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 19, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi.eleqtroenergia_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 20, 2026
ბათუმის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი: პრიორიტეტები და ხარჯები batumi,qalaqis xedi_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი: პრიორიტეტები და ხარჯები

ნოემბერი 20, 2026
აჭარის განათლების სამინისტრომ გამარჯვებულად გამოავლინა კომპანია, რომლის შეთავაზებაც სატენდერო მოთხოვნას არ ემთხვეოდა maia xajishvili_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

აჭარის განათლების სამინისტრომ გამარჯვებულად გამოავლინა კომპანია, რომლის შეთავაზებაც სატენდერო მოთხოვნას არ ემთხვეოდა

ნოემბერი 19, 2026
5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში – მხარეებს შორის დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები sakonstitucio_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში – მხარეებს შორის დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები

ნოემბერი 19, 2026
„შემიწყვიტეს შრომითი ხელშეკრულება“ – დავით ტრაპაიძე „რადიო აჭარას“ ტოვებს _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

„შემიწყვიტეს შრომითი ხელშეკრულება“ – დავით ტრაპაიძე „რადიო აჭარას“ ტოვებს

ნოემბერი 19, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.