Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

საქართველოში პირველად – ნათია ლაბაძეს გემის კაპიტნის წოდება მიენიჭა

აჭარა თაიმსი იანვარი 23, 2026
natia labadze_AJARATIMES.GE

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, ნათია ლაბაძეს კაპიტნის წოდება მიანიჭა. მიღებული გადაწყვეტილებით, ნათია გახდა პირველი ქალი კაპიტანი საქართველოს საზღვაო ისტორიაში.

ნათია ლაბაძე ბათუმის საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულია. მისი პროფესიული კარიერა 2015 წელს კადეტობიდან დაიწყო. ამჟამად იგი კონტეინერმზიდ გემზე კაპიტნის თანაშემწის პოზიციას იკავებს და მზად არის, ოფიციალურად ჩაიბაროს გემის კაპიტნის ფუნქცია და ეკიპაჟის ხელმძღვანელობა.

ნათია ლაბაძის პროფესიული მიღწევა მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს საზღვაო დარგისთვის და განსაკუთრებით – ქალთა ჩართულობის თვალსაზრისით. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მონაცემებით, ამჟამად საქართველოში 130 ქალი მეზღვაურია სერტიფიცირებული. მათგან 120 საკრუიზო გემებზეა დასაქმებული დამხმარე პერსონალის პოზიციებზე, ხოლო 10 ქალი უშუალოდ მეზღვაურის კომპეტენციას ფლობს. ამ ათიდან ოთხი ამ დროისთვის შორეულ ნაოსნობაში იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ ქალთა მცდელობა, ჩართულიყვნენ საზღვაო პროფესიებში, საქართველოში გასული საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში იულია ფაილოძემ, ვაიდე გვარიშვილმა, ნინო კალანდაძემ და შუშანა თუმანიშვილმა ბათუმის საზღვაო ტექნიკუმი დაამთავრეს და შორეულ ნაოსნობაში გასვლის სურვილიც გამოთქვეს. თუმცა, მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან, საბჭოთა კავშირში არსებული შეზღუდვების გამო, ქალებისთვის შორეულ ნაოსნობაში მსახურება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა და ისინი ძირითადად სანაპირო ან დამხმარე მიმართულებებში – მეტეოროლოგიაში, რადიოკავშირში, სამედიცინო და ჰიდროგრაფიულ სამსახურში – საქმიანობდნენ.

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

აჭარა თაიმსი აგვისტო 17, 2026
saati_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ 1 300-ლარიანი ანტიკვარული საათი შეიძინა

აჭარა თაიმსი აგვისტო 16, 2026
batumis meriam avtomobili iyida_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ 114 800 ლარად ახალი მსუბუქი ავტომობილი იყიდა

აჭარა თაიმსი აგვისტო 16, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

აგვისტო 17, 2026
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე დაკავებულია – ადვოკატი koba fartenadze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე დაკავებულია – ადვოკატი

აგვისტო 17, 2026
ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე სამი პირი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ხულო

ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე სამი პირი დააკავეს

აგვისტო 17, 2026
ჩაქვში ახალგაზრდას მატარებელი შეეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა matarebeli, rkinigza_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ჩაქვში ახალგაზრდას მატარებელი შეეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

აგვისტო 16, 2026
ბათუმის მერიამ 1 300-ლარიანი ანტიკვარული საათი შეიძინა saati_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ 1 300-ლარიანი ანტიკვარული საათი შეიძინა

აგვისტო 16, 2026
ბათუმის მერიამ 114 800 ლარად ახალი მსუბუქი ავტომობილი იყიდა batumis meriam avtomobili iyida_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ 114 800 ლარად ახალი მსუბუქი ავტომობილი იყიდა

აგვისტო 16, 2026
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა policia_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

აგვისტო 17, 2026
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე დაკავებულია – ადვოკატი koba fartenadze_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე დაკავებულია – ადვოკატი

აგვისტო 17, 2026
ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე სამი პირი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 3
  • ხულო

ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე სამი პირი დააკავეს

აგვისტო 17, 2026
ჩაქვში ახალგაზრდას მატარებელი შეეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა matarebeli, rkinigza_AJARATIMES.GE 4
  • ქობულეთი

ჩაქვში ახალგაზრდას მატარებელი შეეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

აგვისტო 16, 2026
ბათუმის მერიამ 1 300-ლარიანი ანტიკვარული საათი შეიძინა saati_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ 1 300-ლარიანი ანტიკვარული საათი შეიძინა

აგვისტო 16, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.