ბათუმში, მამია კომახიძისა და მელიქიშვილის ქუჩების გზაჯვარედინთან მდებარე ერთ-ერთ ობიექტში ხანძარი გაჩნდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, რომლებიც ცეცხლის ლოკალიზაციისთვის მუშაობენ.
ცეცხლი, მეორეულის მაღაზიაში, სავარაუდოდ ელექტრო სადენებს გაუჩნდა. თვითხილველების თქმით, არავინ დაშავებულა.



