Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართულ არასრულწლოვანთა თითქმის 19%-მა განმეორებითი დანაშაული ჩაიდინა – აუდიტი

აჭარა თაიმსი თებერვალი 15, 2026
_AJARATIMES.GE

განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ეფექტიანობასთან დაკავშირებით ჩატარებულმა აუდიტმა არაერთი სისტემური პრობლემა და მზარდი რისკი გამოავლინა. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს განრიდების გადაწყვეტილებით პროგრამაში ჩართული 585 არასრულწლოვნიდან, 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდში, განმეორებითი დანაშაული 110 პირს აქვს ჩადენილი, რაც საერთო რაოდენობის დაახლოებით 19%-ს შეადგენს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს მაჩვენებელი დაფიქსირდა იმ პირობებში, როდესაც განრიდების ხელშეკრულების დასრულებიდან სრულ სამწლიანი ვადა ჯერ არ არის გასული, რაც ზრდის რისკს, რომ რეციდივის მაჩვენებელი მომავალშიც გაიზარდოს. აუდიტის ჯგუფის შეფასებით, აღნიშნული ტენდენცია დაკავშირებულია როგორც პოლიტიკის დაგეგმვის, ისე პრაქტიკული აღსრულების ხარვეზებთან.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში დღემდე არ არის შემუშავებული განრიდება-მედიაციის პროცესის ერთიანი პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც სრულყოფილად განსაზღვრავდა მიზნებს, ღონისძიებებსა და პასუხისმგებელ მხარეებს. მოქმედი პოლიტიკის დოკუმენტები კი კონსერვატიული მიდგომით ხასიათდება და ვერ ფარავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორებიცაა სოციალური მუშაკების ჩართულობა, სარეაბილიტაციო პროგრამების ხელმისაწვდომობა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

აუდიტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მონაცემთა მართვის პრობლემასაც. 2025 წლის მდგომარეობით, განრიდება-მედიაციის პროცესში ელექტრონული საქმისწარმოების სისტემა დანერგილი არ არის და მონაცემები თანამშრომლების მიერ ინდივიდუალურად, Excel-ის ფორმატში მუშავდება, რაც ზრდის ინფორმაციის დაკარგვისა და სენსიტიური მონაცემების არამართლზომიერი გამოყენების რისკს.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ არსებული ნორმატიული ჩარჩო სრულად ვერ უზრუნველყოფს აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპების რეალიზებას. კერძოდ, დაზარალებულის მხრიდან მედიაციაში მონაწილეობის საწყის ეტაპზე უარის თქმის შემთხვევაში, მოქმედი რეგულაციები არ ითვალისწინებს პროცესში მისი შემდგომი ჩართვის მკაფიო მექანიზმებს.

აუდიტი ასევე მიუთითებს სერვისებისა და მოხალისეობრივი აქტივობების არათანაბარ ხელმისაწვდომობაზე რეგიონებში. რიგ შემთხვევებში, სოციალური მუშაკების არარსებობის გამო, ბენეფიციარებთან მუშაობა პრობაციის ოფიცრებს უწევთ, რომელთა შესაძლებლობები სარეაბილიტაციო პროგრამების მიწოდების კუთხით შეზღუდულია.

დოკუმენტში მოყვანილია პროფესიული განათლების მიმართულებით არსებული პრობლემებიც. 2021–2024 წლებში შესაბამის პროგრამებში მხოლოდ 10 ბენეფიციარის ჩართვა დადასტურდა, თუმცა მათი გადამზადების მიმართულებებისა და პროგრამების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილი არ არის.

რაც შეეხება რეციდივის კვლევას, აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მას 3-წლიანი პერიოდულობით ახორციელებს საქართველოს პროკურატურა, რომლის ბოლო კვლევა 2025 წელს ჩატარდა და 2019–2021 წლებში განრიდებულ ბენეფიციარებს მოიცავდა.

აუდიტის დასკვნაში ხაზგასმულია, რომ გამოვლენილი ხარვეზები საჭიროებს მიზნობრივი და სისტემური საპასუხო ზომების დაგეგმვას, რათა განრიდება-მედიაციის პროგრამამ რეალურად შეასრულოს არასრულწლოვანთა რესოციალიზაციისა და დანაშაულის პრევენციის მისია.

Post navigation

Previous: „საკალათბურთო კლუბმა ბათუმმა“ „კსუ“ დაამარცხა
Next: ბათუმში მუნიციპალური ავტობუსის მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივლისი 24, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგა – სსე ავარიის მიზეზს ადგენს

აჭარა თაიმსი ივლისი 24, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივლისი 23, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„დინამო ბათუმმა“ საქართველოს თასზე „ორბი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ საქართველოს თასზე „ორბი“ დაამარცხა

ივლისი 26, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ივლისი 26, 2026
შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში shuaxevi_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

ივლისი 25, 2026
ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

ივლისი 25, 2026
„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ივლისი 25, 2026
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს

ივლისი 24, 2026
„დინამო ბათუმმა“ საქართველოს თასზე „ორბი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ საქართველოს თასზე „ორბი“ დაამარცხა

ივლისი 26, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ივლისი 26, 2026
შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში shuaxevi_AJARATIMES.GE 3
  • შუახევი

შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

ივლისი 25, 2026
ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

ივლისი 25, 2026
„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო _AJARATIMES.GE 5
  • ხელვაჩაური

„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ივლისი 25, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.