Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • საქართველო

გაკვეთილი, რომელიც ვერ ვისწავლეთ: მეწყრები და დაკარგული სიცოცხლეები

აჭარა თაიმსი მარტი 17, 2026
mewyeri_AJARATIMES.GE

1989 წელს, აჭარის მაღალმთიან სოფელ წაბლანში, ერთ ღამეში 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ეს ტრაგედია უნდა გამხდარიყო მკაფიო სიგნალი, რომ ფერდობებზე ცხოვრება, დაურეგულირებელი მშენებლობა და ტყეების განადგურება ადამიანების სიცოცხლეს აუცილებლად შეიწირავს. თუმცა, სამი ათწლეულის შემდეგ, სურათი თითქმის უცვლელია. აჭარასა და გურიაში მეწყრები ისევ ანგრევს სახლებს, ხოცავს ადამიანებს და ოჯახებს ნანგრევებში ტოვებს.

პრობლემა მხოლოდ ბუნებრივი სტიქია არ არის. სპეციალისტების შეფასებით, ტრაგედიები წლიდან წლამდე მეორდება და ამის მიზეზი ადამიანური ფაქტორი გახლავთ: არასწორი სივრცითი დაგეგმარება, რისკების იგნორირება და პრევენციული მექანიზმების სისუსტე. მიუხედავად არაერთი მძიმე შემთხვევისა, სახელმწიფო ხშირად გვიან რეაგირებს და ძირითადად, მაშინ გამოჩნდება ხოლმე, როცა ტრაგედია მომხდარია.

ამ დროს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებაში აუცილებლად შეტანილია ფრაზა „ეს ისეთი საკითხია, წინასწარ ვერ განსაზღვრავ, სხვა ქვეყნებშიც ხდება.“ ოღონდ არასდროს, არც ერთ ჯერზე, არავინ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საქართველოში დღემდე არ/ვერ დაინერგა გამართული, თანამდეროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სისტემა და მექანიზმები იმისთვის, რომ მოსალოდნელი მეწყერის შესახებ წინასწარ შესაბამისმა სამსახურმა წინასწარ შეიტყოს, მოსახლეობას შეატყობინოს, საევაკუაციო გეგმები კარგად ჰქონდეს დამუშავებული, რისკის ზონაში მცხოვრებ ადამიანებთან ატარებდეს საინფორმაციო შეხვედრებს, ამზადებდეს მათ სწრაფი და სწორი რეაგირებისთვის და რა თქმა უნდა, ყველა მუნიციპალიტეტს ჰქონდეს შესაბამისი ტექნიკა – თანამედროვე, გამართული, იმ კონკრეტული ტერიტორიაზე მორგებული ზომისა და ფუნქციის გათვალისწინებით შეძენილი. თუმცა არ აქვს არა იმიტომ, რომ ფულს ვერ მოძებნის (დასავლელი დონორები დახმარებას ამ მიმართულებითაც გვთავაზობდნენ, მაგრამ „ორ ფეხზე მყარად მდგარი ხელისუფლება“ ახლა დასავლეთს მტერს უწოდებს და ალბათ, „მტრისგან“ დახმარებას აღარ მიიღებს), არამედ იმის გამოც, რომ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ თუ მუნიციპალურ ხელისუფლებებში არიან ისეთი პერსონები, რომლებსაც შესაბამის ტექნიკაზე ფულის დახარჯვა გაუმართლებლად მიაჩნიათ.

რა (არ) შეიცვალა წაბლანის შემდეგ

წაბლანის ტრაგედიის შემდეგ, სახელმწიფოს უნდა შეექმნა მკაფიო სისტემა, სად შეიძლება და სად არ შეიძლება ადამიანების ცხოვრება, როგორ უნდა გამაგრებულიყო ფერდობები და როგორ უნდა ემუშავა ადრეული გაფრთხილების მექანიზმებს. თუმცა დასავლეთ საქართველოში ასობით ოჯახი დღესაც იმავე ტიპის რისკის ზონებში ცხოვრობს. კერძოდ, აჭარაში, გურიასა და იმერეთში.

გარემოს ეროვნული სააგენტო რეგულარულად აქვეყნებს საინფორმაციო ბიულეტენს მეწყრული საფრთხეების შესახებ, თუმცა ეს ინფორმაცია თითქმის არასდროს გარდაიქმნება რეალურ პრევენციულ პოლიტიკად. მაღალი რისკის ზონები იდენტიფიცირებულია, მაგრამ ამ ტერიტორიებზე მშენებლობა კვლავ გრძელდება, ხოლო უკვე არსებული დასახლებების გადატანის ან გამაგრების სისტემური პროცესი თითქმის არსად მიმდინარეობს. იმ რამდენიმე კარგ პრაქტიკაზე, რომლებიც ასევე უცხოური პარტნიორების მხარდაჭერით დაიწყო, ქვემოთ მოგახსენებთ.

პრობლემის ერთ-ერთი მთავარი წყარო სივრცითი დაგეგმარების სისუსტეა. ადგილობრივ დონეზე მიწის გამოყენება ხშირად გეოლოგიურ კვლევებს არ ეფუძნება, ხოლო ინფრასტრუქტურული პროექტები – გზები, სახლები, კომუნიკაციები – ზოგჯერ ფერდობების სტაბილურობას კიდევ უფრო ამცირებს. არ უნდა დაგვავიწყდეს ტყეების შემცირება, რაც ნიადაგის შეკავების ბუნებრივ შესაძლებლობას ასუსტებს.

შედეგად, ყოველი ძლიერი ნალექის შემდეგ, იმავე წრეზე მივდივართ: ჩამოშლილი ფერდობები, დაზიანებული სახლები, დაკარგული ან დახოცილი პირუტყვი და რაც მთავარია, ადამიანები, რომლებიც ვერასდროს იღებენ არგუმენტირებულ პასუხს კითხვაზე: შეიძლებოდა, თუ – არა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება?

2020 წლის 2–3 ოქტომბერი

ძლიერმა ნალექმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სახლები და სასოფლო მიწები დააზიანა, რამდენიმე ადამიანი დაკარგულად ითვლებოდა. გადაუდებელმა სამსახურებმა სტიქია შეაფასა, როგორც დიდი მასშტაბის ეროზიული პროცესები.

2024    წლის 6-7 თებერვალი

ძლიერი თოვლითა და  შემდეგ – თოვლის დნობით, მეწყრული პროცესები გააქტიურდა აჭარის მაღალმთიან ზონებსა (ხულო, ქედა) და გურიაში (სოფელ ნერგეეთი, ბაღდათის მუნიციპალიტეტი). დაიღუპა 4 ადამიანი გურიაში და 2 ადამიანი აჭარაში. ადგილობრივმა პირებმა დაადასტურეს, რომ ქედაში ზოგი ტერიტორია, სადაც მეწყერი მოხდა, ადრე უკვე მიიჩნეოდა რისკის ზონად.

2025 წლის სექტემბერი

წყალდიდობებმა გამოიწვია მეწყრული და ეროზიული პროცესები აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. მაგალითად, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში მიწისძვრის შედეგად სახლი დაინგრა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

2025 წლის გეოლოგიური ბიულეტენის მიხედვით, გურიაში 1 638 ოჯახი ცხოვრობს მეწყერსაშიშ ან ეროზიულ ზონაში, რაც მიუთითებს გეოლოგიური პროცესების მუდმივ რისკზე.

გეოლოგები და გარემოს ექსპერტები აღნიშნავენ, რომ აჭარა და გურია მუდმივად მაღალი რისკის ზონებია, ძლიერი ნალექებისა და კლიმატური ცვლილებების გამო.

2023 წლის სექტემბერი

უეცრად მოვარდნილმა ღვარცოფმა მძიმე შედეგები გამოიწვია გურიაში. კერძოდ, საფრთხის წინაშე დააყენა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯუმათი და მის მიმდებარე სოფლები. სტიქიას, რომელიც ღამის საათებში მოხდა, ორ სოფელში – ჯუმათსა და სილაურში – მცხოვრები ორი ბავშვისა და ერთი ასაკოვანი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. სექტემბრის სტიქია ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილსაც შეეხო. არაერთი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.

2023 წლის დეკემბერში ოზურგეთში კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სტიქიით დაზარალებულთა დახმარება სახელმწიფოს მხრიდან ნელი ტემპით მიმდინარეობდა.

„სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა მოვახერხეთ და მცირე კვლევა ჩავატარეთ ოზურგეთისა და ლანჩხუთის იმ სოფლებში, სადაც 8 სექტემბერს წყალდიდობამ და მეწყერმა ადამიანები დააზარალა. სამწუხაროდ, სტიქიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. რა რეალობის წინაშე ვართ დღეს – სწორედ ამ კუთხით დავინტერესდით და ეს ანგარიში გვაძლევს იმ რეალობის დანახვის შესაძლებლობას, რაც სტიქიის შემდეგ შეიქმნა. პროექტის ფარგლებში 240 ადამიანი გამოიკითხა“, – განაცხადა „საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ხინთიბიძემ.

დასავლეთ საქართველოში ბოლო შემთხვევა ტყიბულის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა

სოფელ კურსებში, 2026 წლის 12 მარტს ძლიერი ნალექის შედეგად მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც 15-მდე საცხოვრებელი სახლი დაანგრია. დააზიანა ტყიბული-ქუთაისის დამაკავშირებელი მთავარი გზა. ჩახერგა შიდა გზები, წააქცია ხეები, დააზიანა ავტომობილები და სხვა კერძო საკუთრება. მეწყერმა 60 ჰა ტერიტორია მოიცვა. ადგილიდან 45-მდე ოჯახი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ადგილზე შესაბამისი სამსახურები და სპეციალისტები მეწყრული პროცესების შეფასებასა და რისკების შესწავლაზე ამ დრომდე მუშაობენ.

ვინ აგებს პასუხს

მეწყრული ტრაგედიების შემდეგ, პასუხისმგებლობის საკითხი თითქმის ყოველთვის ერთნაირად ვითარდება – იწყება მოკვლევა, კეთდება განცხადებები, იქმნება კომისიები, თუმცა სისტემურ დასკვნებს რეალური ცვლილებები თითქმის არ მოსდევს. თითოეული ახალი შემთხვევა აჩენს კითხვას: ვინ უნდა აგოს პასუხი, როცა რისკი წინასწარ ცნობილია, მაგრამ პრევენცია არ ხორციელდება?

ოფიციალურად, რისკების იდენტიფიცირება და მონიტორინგი საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ეკისრება, ხოლო მიწათსარგებლობის დაგეგმვა და მშენებლობების რეგულირება ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილების საკითხია. ეს სისტემები პრაქტიკაში ერთმანეთთან არ არის სინქრონიზებული. უფრო გასაგები რომ იყოს, თითქმის ყოველთვის ასეთ სიტუაციას ვაწყდებით: გეოლოგიური დასკვნები არსებობს, მაგრამ მათ თითქმის არავინ არასდროს ითვალისწინებს; საფრთხის ზონები რუკებზე ფიქსირდება, მაგრამ რეალურად მშენებლობა არ იზღუდება; რეკომენდაციები გაიცემა, მაგრამ მათ შესრულებას არავინ აკონტროლებს. სხვათა შორის, ერთმა ექსპერტმა თქვა, რომ პასუხისმგებლობა ისეა გაშლილი ინსტიტუციებს შორის, რომ შედეგზე კონკრეტულად პასუხისმგებელი არავინ არაა. ამდენად, იქმნება ვითარება, როცა ხელისუფლება ტრაგედიას ისე „შემოგვასაღებს“ როგორც  „ბუნებრივ სტიქიას“ და დაზარალებული ან მომავალში დასაზარალებელი მოსახლეობის ნაწილი, სამწუხაროდ, თანხმდება, რომ მომხდარი მართლაც „ბუნებრივ სტიქიად“ აღიქვას. თუმცა ფაქტია, რომ მისი შედეგები, არაერთ შემთხვევაში, პროგნოზირებადი იყო და თავიდან აცილება შეიძლებოდა – მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც.

რაც შეეხება რეაგირების მოდელს, ის, ძირითადად,  პოსტფაქტუმ მოქმედებს. სახელმწიფო მობილიზდება მას შემდეგ, რაც ფერდობი უკვე ჩამოიშლება. კომპენსაციები გაიცემა, არსებობს უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა, აჭარაში შენდება სოციალური სახლები, მათ შორის, ე. წ. „ოცნების ქალაქში“ (რომლის მიმართაც პასუხგაუცემელი კითხვები არსებობს, მაგრამ ეს სხვა თემაა და აქ ვერ განვიხილავთ), დროებითი თავშესაფრები ეწყობა, მაგრამ პრევენციული გადაადგილება, რისკის ზონებიდან მოსახლეობის დროული გადაყვანა ან ინფრასტრუქტურის სისტემური გამაგრება იშვიათია.

საერთაშორისო ვალდებულებების ფონზე, როგორიცაა Sendai Framework for Disaster Risk Reduction, რომელიც ქვეყნებს პრევენციაზე ორიენტირებულ პოლიტიკაზე გადასვლისკენ პირდაპირ მოუწოდებს, საქართველოში არსებული პრაქტიკა კვლავ რეაქტიული რჩება. არსებობს კლიმატის ცვლილების საფრთხეების მართვის ერთიანი სისტემა (UNDP-ის პროექტი), რომლის ფარგლებშიც, საქართველო მუშაობს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირებაზე და ერთ-ერთ პრიორიტეტად მონიშნულია მეწყერების ადრეული მონიტორინგი და რისკების მართვა.

„კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შესამცირებლად საქართველოში ფართომასშტაბიანი პროგრამა ხორციელდება. პროექტის ფარგლებში ვითარდება ადრეული გაფრთხილების სისტემები, მონიტორინგის სადგურები და კლიმატური საფრთხეების რუკები, რაც მოსახლეობის დროულ ინფორმირებასა და უსაფრთხოების გაძლიერებას ემსახურება,“ – აღნიშნავენ United Nations Development Programme-ში.

დასკვნა

წაბლანის ტრაგედიიდან ათწლეულები გავიდა, მაგრამ უპასუხოდ რჩება მთავარი კითხვა: ვისწავლეთ რამე ამ ტრაგედიიდან?

ადამიანები დღესაც ცხოვრობენ იმავე ფერდობებზე, იმავე პირობებში, იმავე რისკით. ყოველი ძლიერი წვიმა მათთვის მხოლოდ ამინდის ცვლილება აღარ არის — ეს არის მოლოდინი, რომ მიწა შეიძლება ისევ დაიძრას, რომ შეიძლება ერთ ღამეში გაქრეს სახლი, მიწა, რომელზეც ცხოვრობდნენ და ყველაფერი, რაც წლების განმავლობაში ააშენეს.

მეწყერი ბუნებრივი პროცესია, მაგრამ ის ტრაგედია არაა. ტრაგედია იწყება იქ, სადაც მოსალოდნელ რისკს უგულებელყოფენ, სადაც გაფრთხილება არ გარდაიქმნება ქმედებად და სადაც სახელისუფლებო სისტემა ისეა მოწყობილი, რომ არასდროს არავინ პასუხისმგებელი არაა.

სანამ პრევენცია რეალურ პოლიტიკად არ იქცევა და მხოლოდ ანგარიშებისა და რეკომენდაციების დონეზე დარჩება, ქვეყანაში კვლავ გვეყოლება ადამიანები, რომელთა სიცოცხლეებს, გეგმებსა და იმედებს მიწაში, ნანგრევებში დავუწყებთ ძებნას მაგრამ, სამწუხაროდ, ყველას ვერ ვიპოვნით.

მასალაზე მუშაობდნენ: ნაზიბროლა რეხვიაშვილი, სულხან მესხიძე, გიორგი გირკელიძე, ირაკლი ვაჩიბერაძე, მარიკა ვაჭარაძე

Post navigation

Previous: აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსი, მაკა ივანიშვილი გაათავისუფლეს
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • საქართველო

შიო III – საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ახალი კათოლიკოს-პატრიარქი აირჩია

აჭარა თაიმსი მაისი 11, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი მაისი 11, 2026
_AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ს/კ ბათუმმა“ ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი მოიგო

აჭარა თაიმსი მაისი 10, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

შიო III – საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ახალი კათოლიკოს-პატრიარქი აირჩია _AJARATIMES.GE
  • საქართველო

შიო III – საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ახალი კათოლიკოს-პატრიარქი აირჩია

მაისი 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მაისი 11, 2026
სარფში თურქეთის მოქალაქე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს sarfi_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში თურქეთის მოქალაქე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

მაისი 11, 2026
„დინამო ბათუმმა“ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო

მაისი 11, 2026
გონიოში სასტუმროში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა xandzari_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გონიოში სასტუმროში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა

მაისი 10, 2026
„ს/კ ბათუმმა“ ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი მოიგო _AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ს/კ ბათუმმა“ ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი მოიგო

მაისი 10, 2026
შიო III – საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ახალი კათოლიკოს-პატრიარქი აირჩია _AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

შიო III – საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ახალი კათოლიკოს-პატრიარქი აირჩია

მაისი 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მაისი 11, 2026
სარფში თურქეთის მოქალაქე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს sarfi_AJARATIMES.GE 3
  • ხელვაჩაური

სარფში თურქეთის მოქალაქე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

მაისი 11, 2026
„დინამო ბათუმმა“ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო

მაისი 11, 2026
გონიოში სასტუმროში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა xandzari_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

გონიოში სასტუმროში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა

მაისი 10, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.