„ეს იყო ეპოქალური ადამიანი, უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიოსთვის… მინდა, მივუსამძიმრო მთელ საქართველოს, მთელ საქრისტიანოს… შევიძინეთ ზეციერი მფარველი,“ – განაცხადა მედიასთან საუბრისას შიო მუჯირმა.
93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. იგი საპატრიარქო ტახტზე 49 წლის განმავლობაში იმყოფებოდა და საქართველოს ეკლესიის 141-ე პირველიერარქი იყო.
ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
განკარგულების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
⇒ დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა


