Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მოქმედი წესის ნაწილი არაკონსტიტუციურად ცნო

აჭარა თაიმსი აპრილი 30, 2026
sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელი – „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

საქმე ეხებოდა იმ სამართლებრივ ნორმებს, რომლებიც არეგულირებს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის დანიშვნის საფუძვლებს, სასამართლოს უფლებამოსილებას და მკურნალობის ვადებს. მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ არსებული რეგულაციები არ უზრუნველყოფს პაციენტთა უფლებების სათანადო დაცვას და ქმნის რისკს, რომ პირი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში დარჩეს მაშინაც, როდესაც მკურნალობის საჭიროება აღარ არსებობს.

მოპასუხე მხარე „საქართველოს პარლამენტი“ ამტკიცებდა, რომ მოქმედი სისტემა ითვალისწინებს ინდივიდუალურ შეფასებას და მკურნალობის პერიოდულ გადახედვას, რის გამოც იგი ადამიანის ღირსებას არ ლახავს.

სასამართლომ დაადგინა, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა თავისი ბუნებით ინტენსიურად ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და საჭიროებს მკაცრ საპროცესო გარანტიებს. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ უზრუნველყოფს ეფექტიან სასამართლო კონტროლსა და დამოუკიდებელი ექსპერტების სათანადო ჩართულობას, რის გამოც არსებობს მკურნალობის უსაფუძვლო გახანგრძლივების საფრთხე.

სასამართლოს შეფასებით, ასეთ პირობებში იძულებითი მკურნალობა შესაძლოა გადაიზარდოს არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობად, რაც აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით. შესაბამისად, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. ამასთან, სასამართლომ მათი ძალადაკარგულად გამოცხადება გადაავადა 2026 წლის 1 ნოემბრამდე, რათა კანონმდებელს მიეცეს დრო საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების შესატანად.

სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში აღარ იყო აუცილებელი ნორმების ცალკე შეფასება თანასწორობის უფლებასთან მიმართებით. დავის საგანი მოიცავდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის შესაბამის ნორმებს, მათი შესაბამისობის შეფასებით კონსტიტუციის ადამიანის ღირსებისა და თანასწორობის გარანტიებთან.

Post navigation

Previous: „ფკ ბათუმი“ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა
Next: სარფსა და ბათუმის პორტში საბრძოლო ვაზნებისა და ხელყუმბარების შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 6, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

აჭარაში ყალბი 50 და 100 დოლარიანი კუპიურების გასაღების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 5, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 5, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

ნოემბერი 7, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ნოემბერი 6, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 6, 2026
ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა zurab chavchanidze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა

ნოემბერი 6, 2026
ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს bsu_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

ნოემბერი 7, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ნოემბერი 6, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 6, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.