Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბიზნესმენმა რამინ შავაძემ „ქართულ ოცნებას“ 60 ათასი ლარი შესწირა

აჭარა თაიმსი დეკემბერი 16, 2023
qartuli.ocneba_ajaratimes.ge

რამინ შავაძემ, რომელიც შპს „ბათთაუერსის“ ერთ-ერთი მეწილია, „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა. საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების შემოწირულობების ოფიციალური ვებ-საიტიდან ირკვევა, რომ 60 ათასი ლარი ბიზნესმენმა შავაძემ სახელისუფლებო გუნდში 28  ნოემბერს გადარიცხა.

კანონის თანახმად, მაქსიმალური თანხა, რომელიც პოლიტიკურ პარტიას შეიძლება ჩაურიცხო 60 ათასი ლარია.

რამინ შავაძე შპს „ბათთაუერსის“ გარდა, შპს „ნოვა-2012“-ის  16 %-იანი წილისა და შპს „არქიტრავის“50%-იანი წილის მფლობელია. ცნობისთვის, შპს „ნოვა“ ერთ-ერთი უმსხვილესი სამეწარმოო კომპანიაა აჭარაში. აღნიშნული კომპანია ავეჯისა და სამშენებლო მასალებით ამარაგებს რეგიონებს.

საყურადღებოა, შპს „ბათთაუერსის“ გასული წლების საქმიანობა, რომელიც არაერთ გახმაურებულ საქმეს უკავშირდება. მათ შორის ბათუმში მიმდინარე სამშენებლო კომპანიებისთვის შეღავათების დაწესებას, მუნიციპალიტეტის მერიიდან. კერძოდ, შპს „ბათთაუერსი“ შევიდა ჩამონათვალში იმ მოკლე კომპანიებისა, რომლებმაც ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური სამშენებლო საქმიანობები თანამდებობის პირების მარტივი თანხმობის შედეგად განახორციელეს.

აჭარის ა/რ ყოფილმა თავმჯდომარემ, ზურაბ პატარიძემ, შპს „ბათთაუერსს“ k2-კოეფიციენტის გაზრდაზე უშუამდგომლა. შედეგად, შავაძის კომპანიამ K2-კოეფიციენტი 7,0-მდე გაზარდა და ხიმშიაშვილის #1,2- ში, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ააშენა.

“აჭარა თაიმსის“ საჯარო რეესტრში გადამოწმებული ინფორმაციის თანახმად,  კომპანია „ბათთაუერსი“ 2016 წლის დეკემბერშია დაფუძნებული და მას ზებურ და ზურაბ დუმბაძეები, რამინ შავაძე და ნუგზარ ხოზრევანიძე ფლობენ.

ასევე, ბიზნესმენმა რამინ შავაძემ “ქართულ ოცნებას” 2023 წლის მსგავსად, 2021 წელს შესწირა თანხა, თუმცა 30 000 ლარიანი სხვაობით.

Post navigation

Previous: ახალი პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია – რა მიზნები აქვთ
Next: ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 9, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

აჭარა თაიმსი ნოემბერი 8, 2026
bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 7, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

თოვის გამო მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება _AJARATIMES.GE
  • ხულო

თოვის გამო მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება

ნოემბერი 9, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 9, 2026
ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

ნოემბერი 8, 2026
ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

ნოემბერი 7, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 7, 2026
თოვის გამო მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება _AJARATIMES.GE 1
  • ხულო

თოვის გამო მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება

ნოემბერი 9, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 9, 2026
ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

ნოემბერი 8, 2026
ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს bsu_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

ნოემბერი 7, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.