აჭარის ტელევიზიიდან მაია მერკვილაძე, ირინა ყურუა, ლევან ურიდია, თეონა ხარაბაძე და სალომე გეგეშიძე გაათავისუფლეს. მათ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიიღეს.
მაია მერკვილაძე „აჭარა თაიმსთან“ საუბისას აცხადებს, რომ გათავისუფლების ბრძანება სტანდარტული შინაარსისაა და დამატებითი ინფორმაცია მისთვის ცნობილი არ არის.
აჭარის ტელევიზიას თანამშრომლების დათხოვნის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.



