Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ცოლები კაპიტალის გარეშე – ქონებრივი დისბალანსი ჩინოვნიკების დეკლარაციებში 

აჭარა თაიმსი დეკემბერი 19, 2023
ekomomika_ajaratimes.ge

საქართველოში ქალებისა და კაცებისთვის ქონება, სამართლებრივად და შესაბამისად, ფორმალურად, თანაბრად ხელმისაწვდომია, მაგრამ სოციალური პრაქტიკები, რომლებიც ოჯახებში ვითარდება, ქმნიან გენდერულად უთანასწორო სურათს. ამის ნათელი მაგალითი, მუნიციპალიტეტების მერების ქონებრივი დეკლარაციებია, სადაც ნათლად სჩანს, რომ კაპიტალისა და მემკვიდრეობის დიდ წილს კაცები ფლობენ. ჩინოვნიკების მეუღლეები კი, მეტწილად შემოსავლებისა და ქონების გარეშე არიან.

AJARATIMES.GE ამ სტატიაში ეკონომიკური ჩაგვრის გენდერულ ნიშნებზე ვისაუბრებთ და შევეცდებით დაგანახოთ – როგორ გამოიყურება პატრიარქაული ქონებრივი დისბალანსი ჩინოვნიკების ოჯახებში.

18 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში, სადაც „აჭარა თაიმსი“  მუნიციალიტეტების მერების ქონებრივ დეკლარაციებზე ვრცლად საუბრობდა, აღმოჩნდა, რომ ქონების უმეტესობას კაცი ჩინოვნიკები ფლობენ, მათი მეუღლეების მიერ კერძო საკუთრების ფლობის მაჩვენებელი კი, მიზერულია.

მაგალითისთვის: ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ქედის მუნიციპალიტეტის მერს, როლანდ ბერიძეს TBC ბანკის  სახელფასო ანგარიშზე 1167,55 GEL უფიქსირდება, ხოლო მის მეუღლეს, 7,47 GEL.

საყურადღებოა, შუახევის მერისა და მისი მეუღლის ქონებრივი დეკლარაციაც. ომარ ტაკიძისა და ხათუნა დუმბაძის წლიურ სახელფასო ანგარიშში სხვაობა  43 ათასი ლარია.  შუახევის მერმა გასულ წელს ხელფასის სახით 48818,88 GEL მიიღო. მეუღლე, ხათუნა დუმბაძე დასაქმებულია ბათუმის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში, რომელსაც გასულ წელს ანაზღაურების სახით 5375,24 GEL ჩაერიცხა. მეუღლის სახელზე უძრავი ქონება არ ფიქსირდება.

აღსანიშნავია, ქობულეთის მერის, ლევან ზოიძისა და მისი მეუღლის, ლანა დანელიას ფინანსური ანგარიშები, რომლის მიხედვითაც მერს “საქართველოს ბანკში” სახელფასო ბარათზე 2507,3 GEL  უფიქსირდება, ხოლო “საქართველოს ბანკში” ანაბარზე 444 GEL. რაც შეეხება მის მეუღლეს, ლანა დანელიას – “საქართველოს ბანკში” მიმდინარე 152,13 GEL. მერის სახელზეა უძრავი ქონება.

ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, აჭარის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შორის ყველაზე დიდი კაპიტალი ხულოს მერს აქვს. ბერიძეების ოჯახში ქონების დიდი წილი მხოლოდ კაცებზეა რეგისტრირებული. მეუღლე, ნანული ბერიძის სახელზე მარტო ინდ მეწარმის სტატუსი და გასული წლის შემოსავლის სახით, 14 330 ლარი ფიქსირდება.

შედარებით უკეთესი მონაცემები იკითხება ხელვაჩაურის მერის ქონებრივ დეკლარაციაში. ირკვევა, რომ ზაზა დიასამიძის მეუღლე ფლობს მიწის ნაკვეთს, უძრავ ქონებას და ის ასევე, ერთ-ერთი კომპანიის მფლობელია. თამილა ჭურკვეიძე დასაქმებულია საჯარო უწყებაში, საიდანაც სოლიდური შემოსავალი უფიქსირდება.

საქართველოში ქალების ეკონომიკურად არასტაბილურობაზე მეტყველებს, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის მესამე კვარტლის კვლევა. ბოლო მონაცემების თანახმად, ქალების საშუალო ხელფასი 1 459.1 ლარით, ხოლო კაცების – 2 233.9 ლარით განისაზღვრა. ეს კი, სქესობრივი ანაზღაურების დისბალანსზე მიუთითებს.

Post navigation

Previous: ბათუმის მერი საზოგადოებას ბოდიშს უხდის
Next: მიწის ნაკვეთების მისაკუთრების ფაქტებზე ამნისტიის კანონი ამოქმედდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი მაისი 30, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

რამაზ ბოლქვაძე კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ინიშნება

აჭარა თაიმსი მაისი 29, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის ლექტორის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

აჭარა თაიმსი მაისი 29, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 30, 2026
„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა

მაისი 30, 2026
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი IMG_9664
  • რეკლამა

ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი

მაისი 30, 2026
რამაზ ბოლქვაძე კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ინიშნება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

რამაზ ბოლქვაძე კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ინიშნება

მაისი 29, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მაისი 29, 2026
ბსუ-ის ლექტორის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის ლექტორის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

მაისი 29, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge 1
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 30, 2026
„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა

მაისი 30, 2026
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი IMG_9664 3
  • რეკლამა

ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი

მაისი 30, 2026
რამაზ ბოლქვაძე კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ინიშნება _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

რამაზ ბოლქვაძე კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ინიშნება

მაისი 29, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მაისი 29, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.