Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

საქართველოს რკინიგზაში 3 832 კგ საწვავის დანაკლისი აუნაზღაურებელი დარჩა – აუდიტი

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 27, 2026
matarebeli_AJARATIMES.GE

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, „საქართველოს რკინიგზაში“ 2023 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად 5 588 კგ, ჯამში 18 216 ლარის ღირებულების ევროდიზელის საწვავის დანაკლისი გამოვლინდა. აქედან 1 756 კგ საწვავზე პასუხისმგებელი პირის ბრალეულობა დადგინდა და დანაკლისი ანაზღაურდა, თუმცა დარჩენილი 3 832 კგ საწვავის ღირებულება აუნაზღაურებელი დარჩა.

აუდიტის ანგარიშის თანახმად, რკინიგზამ ვერ წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდებოდა დარჩენილ დანაკლისთან დაკავშირებით მასალების სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაგზავნა ან ზიანის ანაზღაურების მიზნით გატარებული ღონისძიებები.

აუდიტმა ასევე გამოავლინა ხარვეზები ლოკომოტივების საწვავის ხარჯვის კონტროლის პროცესში. შემოწმებული 20 სამარშრუტო ფურცლიდან ექვს შემთხვევაში ლოკომოტივის ნამუშევარი დრო სიჩქარმზომი ლენტის მონაცემებთან შედარებით ჯამში 21,55 საათით მეტი იყო მითითებული. ამის შესაბამისად, საწვავის ხარჯიც 512 ლიტრით მეტი იყო აღრიცხული.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2023-2024 წლებში რკინიგზის კონტროლის, მონიტორინგისა და ინსპექტირების დეპარტამენტმა სამარშრუტო ფურცლებში სამანევრო სამუშაოების შესრულების პერიოდის დაუსაბუთებლად გაზრდის შემთხვევებიც გამოავლინა. შედეგად, არამიზნობრივად გაწეულმა საწვავის ხარჯმა 5 998 ლიტრი შეადგინა.

აუდიტის სამსახურის შეფასებით, რკინიგზაში არ არსებობს ლოკომოტივების ნამუშევარი საათების აღრიცხვის ცენტრალიზებული, ავტომატიზებული ან ელექტრონული სისტემა. ასევე, საწვავის ხარჯვის ნორმები 2013 წელს იყო დამტკიცებული და შემდგომ არ განახლებულა.

საწვავის ხარჯვის კონტროლის გასაუმჯობესებლად აუდიტის სამსახურმა რკინიგზას რეკომენდაციები მისცა, მათ შორის, საწვავგასამართი ადგილების ვიდეოკონტროლით აღჭურვის, ცისტერნებში საწვავის დონის მონიტორინგის სისტემების დამონტაჟებისა და საწვავის გამცემი მოწყობილობების პერიოდული შემოწმების შესახებ.

„საქართველოს ფოსტაში“ 123 თანამშრომლის სამუშაო დრო არ აღირიცხებოდა, ერთ თანამშრომელს ორ წელში მხოლოდ 5 დღე უფიქსირდება

Post navigation

Previous: „საქართველოს ფოსტაში“ 123 თანამშრომლის სამუშაო დრო არ აღირიცხებოდა, ერთ თანამშრომელს ორ წელში მხოლოდ 5 დღე უფიქსირდება
Next: სახელმწიფო საწარმოებმა 2024 წელს 527 მილიონი ლარი იზარალეს – მართვის სისტემაში ხარვეზებია – აუდიტი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში მხარეთა არგუმენტები მოისმინეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 27, 2026
saqartvelo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

სახელმწიფო საწარმოებმა 2024 წელს 527 მილიონი ლარი იზარალეს – მართვის სისტემაში ხარვეზებია – აუდიტი

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 27, 2026
saqartvelos fosta_AJARATIMES.GE
  • საქართველო

„საქართველოს ფოსტაში“ 123 თანამშრომლის სამუშაო დრო არ აღირიცხებოდა, ერთ თანამშრომელს ორ წელში მხოლოდ 5 დღე უფიქსირდება

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 27, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში მხარეთა არგუმენტები მოისმინეს sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში მხარეთა არგუმენტები მოისმინეს

ოქტომბერი 27, 2026
სახელმწიფო საწარმოებმა 2024 წელს 527 მილიონი ლარი იზარალეს – მართვის სისტემაში ხარვეზებია – აუდიტი saqartvelo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

სახელმწიფო საწარმოებმა 2024 წელს 527 მილიონი ლარი იზარალეს – მართვის სისტემაში ხარვეზებია – აუდიტი

ოქტომბერი 27, 2026
საქართველოს რკინიგზაში 3 832 კგ საწვავის დანაკლისი აუნაზღაურებელი დარჩა – აუდიტი matarebeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოს რკინიგზაში 3 832 კგ საწვავის დანაკლისი აუნაზღაურებელი დარჩა – აუდიტი

ოქტომბერი 27, 2026
„საქართველოს ფოსტაში“ 123 თანამშრომლის სამუშაო დრო არ აღირიცხებოდა, ერთ თანამშრომელს ორ წელში მხოლოდ 5 დღე უფიქსირდება saqartvelos fosta_AJARATIMES.GE
  • საქართველო

„საქართველოს ფოსტაში“ 123 თანამშრომლის სამუშაო დრო არ აღირიცხებოდა, ერთ თანამშრომელს ორ წელში მხოლოდ 5 დღე უფიქსირდება

ოქტომბერი 27, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 27, 2026
პოლიტიკური ბრალდებები, სასამართლოს გაფრთხილება და ურთიერთუნდობლობა – ხუთი პარტიის აკრძალვის საქმეზე მოსმენა გრძელდება sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

პოლიტიკური ბრალდებები, სასამართლოს გაფრთხილება და ურთიერთუნდობლობა – ხუთი პარტიის აკრძალვის საქმეზე მოსმენა გრძელდება

ოქტომბერი 26, 2026
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში მხარეთა არგუმენტები მოისმინეს sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში მხარეთა არგუმენტები მოისმინეს

ოქტომბერი 27, 2026
სახელმწიფო საწარმოებმა 2024 წელს 527 მილიონი ლარი იზარალეს – მართვის სისტემაში ხარვეზებია – აუდიტი saqartvelo_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

სახელმწიფო საწარმოებმა 2024 წელს 527 მილიონი ლარი იზარალეს – მართვის სისტემაში ხარვეზებია – აუდიტი

ოქტომბერი 27, 2026
საქართველოს რკინიგზაში 3 832 კგ საწვავის დანაკლისი აუნაზღაურებელი დარჩა – აუდიტი matarebeli_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

საქართველოს რკინიგზაში 3 832 კგ საწვავის დანაკლისი აუნაზღაურებელი დარჩა – აუდიტი

ოქტომბერი 27, 2026
„საქართველოს ფოსტაში“ 123 თანამშრომლის სამუშაო დრო არ აღირიცხებოდა, ერთ თანამშრომელს ორ წელში მხოლოდ 5 დღე უფიქსირდება saqartvelos fosta_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

„საქართველოს ფოსტაში“ 123 თანამშრომლის სამუშაო დრო არ აღირიცხებოდა, ერთ თანამშრომელს ორ წელში მხოლოდ 5 დღე უფიქსირდება

ოქტომბერი 27, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 27, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.