„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კაცი დაჭრეს.
შემთხვევა სოფელ ახალშენში, პოლიციის შენობის მიმდებარედ მოხდა. თვითმხილველების თქმით, კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „აჭარა თაიმსს“ განუცხადეს, რომ ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

