შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ ტერიტორიაზე ბრალდებულების პირადი და ხელბარგის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს 93 კაფსულა ე.წ. „ლირიკა“, ფსევდოეფედრინის შემცველი 72 აბი და 62 აბი „ტრამადოლი“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

