Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • რეკლამა

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi International Edition: თბილისი ოთხი დღით მსოფლიო მოდის ყურადღების ცენტრში იქ, სადაც მოდა შემოქმედებას, კულტურასა და გლობალურ ხედვას შეხვდება

აჭარა თაიმსი ნოემბერი 5, 2026
IMG_0862

თბილისი, საქართველო – 5-8 ნოემბერს, თბილისი Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს უმასპინძლებს. მოდის კვირეული Factory Tbilisi-ში 4 დღით ქართველ და უცხოელ დიზაინერებს, საერთაშორისო მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებს, კრეატიულ პროფესიონალებსა და მოდის მოყვარულებს გააერთიანებს.

ტრადიციულ ჩვენებებთან ერთად, პროგრამა საგანმანათლებლო შეხვედრებს, დიზაინერების კოლაბორაციით შექმნილ გამოფენებს, ექსპერიმენტულ ვორქშოფებსა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მიერ შექმნილი პროექტების წარდგენას მოიცავს.

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის მასპინძელიFactory Tbilisi-ია. მულტიკულტურული სივრცე, რომელიც მოდის, ხელოვნების, დიზაინისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლებს აერთიანებს. მისი გარემო და კონცეფცია ქმნის შესაძლებლობას, მოდის კვირეული მხოლოდ ჩვენებაზე წარმოდგენილი კოლექციებით არ შემოიფარგლოს და სხვადასხვა შემოქმედებითი ხედვის გადაკვეთის ადგილად იქცეს.

თბილისი მსოფლიო მოდის ყურადღების ცენტრში

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ქართული მოდის მრავალფეროვნებასა და მის კავშირს საერთაშორისო შემოქმედებით პროცესთან. მოდის კვირეულზე ერთმანეთს სხვადასხვა თაობის, გამოცდილებისა და ესთეტიკური ხედვის დიზაინერები შეხვდებიან, როგორც თბილისიდან, ასევე ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქალაქებიდან.

მოდის კვირეულზე კოლექციებს ქართველი დიზაინერები და ადგილობრივი ბრენდები წარადგენენ. მათ შორის არიან: NuMeN (თინათინ ფანცხავა), GUDU, Tamra, SYNDROM (თეკლა გურგენიძე), Reckless, LIYA, Aka Nanitashvili, DVALI (ლევან დვალი და საბა ორბელაძე), Akà Prodiàshvili და DATUNA.

წლევანდელი სეზონის საერთაშორისო მონაწილეებს შორის კი არიან უკრაინული ბრენდი LEZO, უზბეკი დიზაინერი Dildora Kasimova, ისრაელელი დიზაინერი Inbal Heffer, აზერბაიჯანული ბრენდი Uventa და ლონდონში მოღვაწე პერუელი დიზაინერი Genaro Rivas.

მოდის კვირეულში მონაწილეობს Unknown Artisan – მილანში მოღვაწე ქართველი დიზაინერის ლიკა ყუბანეიშვილის მიერ დაფუძნებული ბრენდი, რომლის პროფესიული გამოცდილება ისეთ მოდის სახლებთან თანამშრომლობას უკავშირდება, როგორებიცაა Jil Sander და Act n°1.

საერთაშორისო პროგრამის კიდევ ერთი მონაწილეა Tabitha, რომლის შემოქმედება მოდას, კოსტიუმსა და პერფორმანსს აერთიანებს.

ახალი სახელები და საერთაშორისო კონკურსი „BENEXT”

მოდის კვირეულზე განსაკუთრებული ადგილი საერთაშორისო კონკურს „BeNext“-ის (იყავი შემდეგი) გამარჯვებულებსა და მონაწილეებს დაეთმობა. ახალგაზრდა დიზაინერებს საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე საკუთარი შემოქმედებითი ხედვის წარდგენის შესაძლებლობა ექნებათ.

მოდის ინდუსტრიაში უკვე გამოცდილი თუ  ახალი სახელები – LASHAO, თეკლა გურგენიძე, ლიკა ყუბანეიშვილი,  თებროლე ქემოკლიძე, დავით ჟორჟოლიანი და ევა გოგიტიძე – სხვადასხვა დროს საერთაშორისო კონკურსის “BENEXT” -ის   მონაწილეები და გამარჯვებულები არიან.

ამ  დიზაინერების პროფესიული განვითარება და საერთაშორისო მოდის სკოლებში განათლების მიღება სწორედ BeNext-ის კონკურსს უკავშირდება. თეკლა გურგენიძემ BeNext-ის კონკურსში გამარჯვების შემდეგ, მილანის Istituto Marangoni-ში სრული სტიპენდია მოიპოვა;  დავით ჟორჟოლიანმა კი 2023 წლის BeNext Fashion Design Contest-ის გამარჯვების შედეგად მილანში, AZ Factory-ში ერთწლიანი მენტორობის შესაძლებლობა მიიღო.

გამოფენები და პრეზენტაციები

მოდის კვირეულის ფარგლებში, 5 ნოემბერს, Factory Tbilisi-ში დიზაინერების კოლაბორაციით შექმნილი ოთხი გამოფენა გაიხსნება. სტუმრებს მათი დათვალიერების შესაძლებლობა 4 დღის განმავლობაში, კვირეულის ბოლომდე ექნებათ:

– BeNext-ის გამოფენა;

– LE MOCASSIN ZIPPÉ-ს გამოფენა;

– სოფო გონგლიაშვილისა და უტა ბექაიას ერთობლივი პროექტი;

– უტა ბექაიას სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა;

უტა ბექაიას სტუდენტების პროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან ახალგაზრდა შემოქმედების  ნამუშევრებს, მათ ექსპერიმენტებსა და ინდივიდუალურ  შემოქმედებით ხედვას მოიცავს.

მოდა, როგორც ცოდნა და გამოცდილების გაზიარება

კვირეულის პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი განათლებას, პროფესიულ გამოცდილებასა და მოდის ინდუსტრიის მომავალზე საუბარს დაეთმობა.

6 ნოემბერს, მოდის დიზაინერისა და პედაგოგის, ბარბარა ტრებიჩის (Barbara Trebitsch) ექსპერიმენტული ვორქშოფი – “The Fabric Alphabet” (ქსოვილის ანბანი)გაიმართება. ვორქშოფი მონაწილეებს ქსოვილის, იდენტობის, სხეულისა და ფორმის ურთიერთკავშირის შემოქმედებითად გააზრების შესაძლებლობას მისცემს.

ბარბარა ტრებიჩი წლების განმავლობაში  მილანის „Domus Academy“-ის მოდის სკოლას ხელმძღვანელობდა. იკავებდა არაერთ აკადემიურ პოზიციას  „Accademia Costume & Moda“-ში. ახლა ის “AZ Academy – Business for Designers”-ს ხელმძღვანელობს, რომელიც დიზაინერებს ბიზნესის დამოუკიდებლად განვითარებაში ეხმარება.

7 ნოემბერს კი ბრიტანული ვოგის (British Vogue) ყოფილი მთავარი რედაქტორი და მოდის ექსპერტი ალექსანდრა შულმანი, საჯარო შეხვედრასა და ვორქშოფს გამართავს თემაზე  – “ცხოვრება მოდასა და მის მიღმა: მოდა მაშინ და ახლა”  (A Life in Fashion and Beyond: Fashion Then and Now). შეხვედრა ინტერვიუსა და ღია დიალოგის ფორმატით წარიმართება.  ალექსანდრა  შულმანი ვოგის რედაქტორობის 25 წლიან გამოცდილებაზე, მოდის მედიის ცვლილებაზე, ციფრული პლატფორმების გავლენაზე, მოდის ინდუსტრიის კულუარებსა და თანამედროვე კულტურაში მოდის როლზე ისაუბრებს.

Fantasmagoria: ანიმაცია, ხელოვნება და ქართული კულტურული მემკვიდრეობა

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ზე სტუდია „ფანტასმაგორიას“  ფილმი “ელენე დარიანი” იქნება წარდგენილი, რომელიც ქართულ თოჯინურ ანიმაციაში ახალი სიტყვაა.

სტუდია 2022 წელს ანიმაციის რეჟისორმა ელენე თავაძემ და მხატვრული კინოს რეჟისორმა სოფიო ჭინჭრაულმა დააფუძნეს. Fantasmagoria სოციალური საწარმოა, რომლის მიზანია საქართველოში თოჯინური ანიმაციის ხელოვნების გადარჩენა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაცნობა. სტუდიის სადებიუტო ნამუშევარი – „ელენე დარიანიც” სრულად ხელნაკეთი თოჯინებისა და დეკორაციების გამოყენებით არის შექმნილი.

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi  – პლატფორმა, რომელმაც ქართული მოდა მსოფლიოს გააცნო

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi 2015 წელს დაფუძნდა და მისი მიზანი ქართული მოდის საერთაშორისო ინდუსტრიასთან დაკავშირება და ადგილობრივი დიზაინერებისთვის გლობალური პლატფორმის შექმნა იყო. პლატფორმამ ქართველ დიზაინერებს შესაძლებლობა მისცა, საკუთარი კოლექციები საერთაშორისო აუდიტორიისთვის წარედგინათ, პროფესიული კავშირები დაემყარებინათ  და გლობალურ ბაზარზე გასულიყვნენ.

წლების განმავლობაში Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi მხოლოდ მოდის ჩვენებების პლატფორმად არ დარჩენილა. ის ქართული შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების, ახალი სახელების აღმოჩენისა და ქვეყნის კულტურული იდენტობის საერთაშორისო პოპულარიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა.

2026 წლის ნოემბრის მოდის კვირეულიც ამ მისიის გაგრძელებაა: თბილისი კვლავ აერთიანებს ადგილობრივ და საერთაშორისო შემოქმედებით პროფესიონალებს და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ქართულ მოდას მსოფლიო კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიის ნაწილად.

Post navigation

Previous: აჭარაში ყალბი 50 და 100 დოლარიანი კუპიურების გასაღების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

Picture1
  • რეკლამა

18 ოქტომბერი – დამოუკიდებლობის აღდგენა: მნიშვნელოვანი ეტაპი აზერბაიჯანის სახელმწიფოებრიობის ისტორიაში

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 16, 2026
att.mj_ZgCV8oobR88uF7PcxPSwkLzIV6NkkB2e-HRxJQro
  • რეკლამა

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 30, 2026
3
  • რეკლამა

„სელფის“ ახალი ფილიალი ბათუმში

აჭარა თაიმსი აგვისტო 24, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi International Edition: თბილისი ოთხი დღით მსოფლიო მოდის ყურადღების ცენტრში იქ, სადაც მოდა შემოქმედებას, კულტურასა და გლობალურ ხედვას შეხვდება IMG_0862
  • რეკლამა

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi International Edition: თბილისი ოთხი დღით მსოფლიო მოდის ყურადღების ცენტრში იქ, სადაც მოდა შემოქმედებას, კულტურასა და გლობალურ ხედვას შეხვდება

ნოემბერი 5, 2026
აჭარაში ყალბი 50 და 100 დოლარიანი კუპიურების გასაღების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

აჭარაში ყალბი 50 და 100 დოლარიანი კუპიურების გასაღების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 5, 2026
გამოცდილების გაზიარება 3 999 ლარად – ბათუმის საკრებულოს წევრები თბილისში კოლეგებთან შესახვედრად ჩავიდნენ batumis sakrebulo_AJARATIMES.GE (1)
  • საქართველო

გამოცდილების გაზიარება 3 999 ლარად – ბათუმის საკრებულოს წევრები თბილისში კოლეგებთან შესახვედრად ჩავიდნენ

ნოემბერი 4, 2026
ბათუმში, იმედაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები სახლის ჩამონგრევის საფრთხეზე საუბრობენ avariuli saxli_AJARATIMES.GE (2)
  • ბათუმი

ბათუმში, იმედაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები სახლის ჩამონგრევის საფრთხეზე საუბრობენ

ნოემბერი 4, 2026
ჩამონგრეული ჭერი, მორიელები და გათბობის გარეშე დარჩენილი ბავშვები – რა ხდება ბათუმის №15 ბაღში _AJARATIMES.GE (1)
  • ბათუმი

ჩამონგრეული ჭერი, მორიელები და გათბობის გარეშე დარჩენილი ბავშვები – რა ხდება ბათუმის №15 ბაღში

ნოემბერი 4, 2026
ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას თამაზ ამაღლობელი უხელმძღვანელებს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას თამაზ ამაღლობელი უხელმძღვანელებს

ნოემბერი 4, 2026
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi International Edition: თბილისი ოთხი დღით მსოფლიო მოდის ყურადღების ცენტრში იქ, სადაც მოდა შემოქმედებას, კულტურასა და გლობალურ ხედვას შეხვდება IMG_0862 1
  • რეკლამა

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi International Edition: თბილისი ოთხი დღით მსოფლიო მოდის ყურადღების ცენტრში იქ, სადაც მოდა შემოქმედებას, კულტურასა და გლობალურ ხედვას შეხვდება

ნოემბერი 5, 2026
აჭარაში ყალბი 50 და 100 დოლარიანი კუპიურების გასაღების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

აჭარაში ყალბი 50 და 100 დოლარიანი კუპიურების გასაღების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 5, 2026
გამოცდილების გაზიარება 3 999 ლარად – ბათუმის საკრებულოს წევრები თბილისში კოლეგებთან შესახვედრად ჩავიდნენ batumis sakrebulo_AJARATIMES.GE (1) 3
  • საქართველო

გამოცდილების გაზიარება 3 999 ლარად – ბათუმის საკრებულოს წევრები თბილისში კოლეგებთან შესახვედრად ჩავიდნენ

ნოემბერი 4, 2026
ბათუმში, იმედაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები სახლის ჩამონგრევის საფრთხეზე საუბრობენ avariuli saxli_AJARATIMES.GE (2) 4
  • ბათუმი

ბათუმში, იმედაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები სახლის ჩამონგრევის საფრთხეზე საუბრობენ

ნოემბერი 4, 2026
ჩამონგრეული ჭერი, მორიელები და გათბობის გარეშე დარჩენილი ბავშვები – რა ხდება ბათუმის №15 ბაღში _AJARATIMES.GE (1) 5
  • ბათუმი

ჩამონგრეული ჭერი, მორიელები და გათბობის გარეშე დარჩენილი ბავშვები – რა ხდება ბათუმის №15 ბაღში

ნოემბერი 4, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.